თბილისში მაღალი რანგის სტუმრებს ელოდებიან

გამოწერა
თბილისში მაღალი თანამდებობის პირების ვიზიტი ლიეტუვის და პოლონეთის ერთობლივი ინიციატივით ხორციელდება

თბილისი, 6 აგვისტო — Sputnik. პოლონეთის, ლიეტუვას, ლატვიისა და უკრაინის სამთავრობო დელეგაციები 2008 წლის აგვისტოს ომის ათი წლისთავთან დაკავშირებით საქართველოს 6-7 აგვისტოს ეწვევიან, ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

მოქალაქეთა რიგი რუსეთის ინტერესთა სექციასთან, რომლებიც ვიზას ელოდებიან - Sputnik საქართველო
რუსეთის ინტერესთა სექცია საქართველოს ხელისუფლებას „სავიზო საქმოსნების“ დასჯას სთხოვს

დღეს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მაღალი რანგის სტუმრების — პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრ იაცეკ ჩაპუტოვიჩის, ლიეტუვის საგარეო უწყების ხელმძღვანელის, ლინას ანტანას ლინკევიჩიუსის, ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრ ედგარს რინკევიჩსისა და უკრაინის ვიცე-პრემიერ პავლო როზენკოს- დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართება.

ვიზიტის ფარგლებში სტუმრები მონაწილეობას მიიღებენ საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით დაგეგმილ მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრაში – „მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის – 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან 10 წლის შემდეგ". ასევე, პატივს მიაგებენ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულთა ხსოვნას და შეხვედრებს გამართავენ საქართველოს პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან.

მრგვალი მაგიდის მონაწილეებს საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, შერიგებისა და სამოქალქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი და საქართველოში ვიზიტად მყოფი ევროპის ქვეყნებიდან მაღალი რანგის სტუმრები მიმართავენ.

2008 წლის ომის 10 წლისთავზე თბილისში მაღალი თანამდებობის პირების ვიზიტი ლიეტუვის და პოლონეთის ერთობლივი ინიციატივით ხორციელდება.

ყველა ახალი ამბავი
0