15:08 22 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8050
  • 100 RUB4.2349
  • USD3.2295
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
კრიმინალი საქართველოში – 2018 (1086)
93 0 0

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში დეტალურად გაწერეს ისეთი დანაშაულები, როგორიცაა დანაშაულის დაფარვა, მართლმსაჯულების ხელის შეშლა და ჩვენებებზე უარის თქმა

ამოქმედდა შესწორებები სისხლის სამართლის კოდექსში, რომლის თანახმად მკაცრდება სასჯელი მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლის, დანაშაულის შეუტყობინებლობის, დაფარვისა და ასევე ცრუ ჩვენებების ან ჩვენების მიცემაზე უარის თქმის შემთხვევაში, აღნიშნულია ქვეყნის საკანონმდებლო მაცნეს ვებ-გვერდზე.

„ხორავას ქუჩაზე სისხლიანი გარჩევის საქმეში კიდევ ერთი ადამიანი გამოჩნდა">>

საქართველოს შსს-მ შესწორებების ინიციირება თბილისში, ხორავას ქუჩაზე 16 წლის მოზარდების, ლევან დადუნაშვილისა და დავით სარალიძის გახმაურებული მკვლელობის შემდეგ მოახდინა. გამომძიებლები წააწყდნენ დანაშაულის შეუტყობინებლობის, ჩვენებების ხშირად შეცვლისა და სასამართლოსთვის ცრუ ინფორმაციის მიწოდების პრობლემებს. ამის შედეგად, სასამართლოს გადაწყვეტილებით, ჯერ კიდევ დაუდგენელია, ვინ მოკლა სარალიძე.

ამას მოჰყვა დიდი საპროტესტო ტალღა, გადადგომები, მოგვიანებით კი სისიხლის სამართლის ახალი საქმის აღძვრა მკვლელობის დეტალების დაფარვის ფაქტზე, საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნა.

მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლა

შესწორებების თანახმად, მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლა ოთხ წლამდე პატიმრობით ისჯება. აქამდე ეს ქმედება ითვალისწინებდა ჯარიმას ან საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას 180-დან 240 საათამდე, ან გამასწორებელ სამუშაოს ორ წლამდე, ან თავისუფლების აღკვეთას სამიდან ხუთ წლამდე.

მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლა გულისხმობს ცრუ ინფორმაციას, ცრუ ჩვენებსა, ყალბ დასკვნას, საექსპერტო კვლევის ობიექტის დაუცველობას ან არასწორ თარგმანს.

თუ ეს ქმედებები ჩადენილი იყო პირადი მოტივებით ან ანგარებით, სასჯელი ამ შემთხვევაში ითვალისწინებს ორიდან ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთას.

მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლა, როდესაც საუბარია მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულზე, ჯარიმის ან ოთხიდან შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთის ნაცვლად დაისჯება თავისუფლების აღკვეთით სამიდან შვიდ წლამდე.

„წალენჯიხის საკრებულოს თანამშრომელი და სხვა პირები დანაშაულის დაფარვისთვის დააკავეს">>

ამ დანაშაულის არაერთხელ ჩადენის შემთხვევაში სასჯელი იქნება ოთხიდან რვა წლამდე პატიმრობა.

ჩვენებაზე უარის თქმა

მკაცრად დაისჯებიან ასევე ის მოწმეები ან დაზარალებულები, რომლებიც უარს იტყვიან ჩვენების მიცემაზე. თუ ადრე ეს დანაშაული ითვალისწინებდა ჯარიმას, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას 120-დან 180 საათამდე, გამასწორებელ სამუსაოებს ერთ წლამდე ვადით, ან თავისუფლების აღკვეთას ოთხ წლამდე, ახლა ამ დანაშაულისთვის სასჯელის მაქსიმალური ვადა ექვსი წელი იქნება.

დანაშაულის დაფარვა

აქამდე დანაშაულის დაფარვა, მისი სიმძიმის მიუხედავად, ისჯებოდა ჯარიმით, ან ერთიდან სამ წლამდე პატიმრობით.

ამიერიდან ამ დანაშაულისთვის გათვალისწინებულია შინაპატიმრობა ექვსი თვიდან ორ წლამდე ვადით, ან თავისუფლების აღკვეთა ორ წლამდე ვადით დანაშაულებისთვის: მითვისება ან გაფლანგვა; ქრთამის მიცემა; სამსახურებრივი მოვალეობის ბოროტად გამოყენება, დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების შეძენა და გასაღება; გავლენით ვაჭრობა, უკანონო შემოსავლების ლეგალიზების გზით მოპოვებული ქონების გამოყენება, ფლობა, შეძენა ან გასაღება, კომერციული ან საბანკო საიდუმლოს შემცველი ინფორმაციის გათქმა და სხვა.

მძიმე დანაშაულის დაფარვა დაისჯება ერთიდან ოთხ წლამდე პატიმრობით, ხოლო განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვა — ორიდან ექვს წლამდე.

დანაშაულის შეუტყობინებლობა

სისხლის სამართლის კოდექსის ძველ ვერსიაში პირს, რომელმაც იცის დანაშაულის მზადების შესახებ, აჯარიმებდნენ ან ორიდან ოთხ წლამდე ვადით აპატიმრებდნენ.

ამიერიდან, ჯარიმა, შინაპატიმრობა ექვსი თვიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთა ორ წლამდე ემქურება მათ, ვინც არ შეატყობინებს ისეთი დანაშაულების შესახებ, როგორიცაა: პორნოგრაფიული ნაწარმოებების უკანონო დამზადება ან გასაღება, პორნოგრაფიული ნაწარმოებების უკანონო დამზადება-გასაღებაში არასრულწლოვანის ჩართვა, 16 წელს მიუღწეველისთვის სექსუალური ხასიათის შეხვედრის შეთავაზება.

დანაშაულის შეუტყობინებლობა იმის მიერ, ვინც ნამდვილად იცის, რომ მზადდება ან ჩადენილია მძიმე დანაშაული, ისჯება ორიდან ექვს წლამდე პატიმრობით, ხოლო განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შემთხვევაში — სამიდან შვიდ წლამდე.

თემები:
კრიმინალი საქართველოში – 2018 (1086)

მთავარი თემები