საქართველოს პოლონეთის, ლიეტუვის, ლატვიისა და უკრაინის დელეგაციები ეწვევიან

© photo: Sputnik / Stringerსაგარეო საქმეთა სამინისტრო
საგარეო საქმეთა სამინისტრო - Sputnik საქართველო
გამოწერა
პოლონეთის, ლიეტუვის, ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრები და უკრაინის ვიცე-პრემიერი თბილისში გამართული მრგვალ მაგიდაში მიიღებენ მონაწილეობას

თბილისი, 2 აგვისტო — Sputnik. პოლონეთის, ლიეტუვას, ლატვიისა და უკრაინის სამთავრობო დელეგაციები 2008 წლის აგვისტოს ომის ათი წლისთავთან დაკავშირებით საქართველოს 6-7 აგვისტოს ეწვევიან, ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

საქართველოს ეწვევიან პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იაცეკ ჩაპუტოვიჩი, ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი ლინას ანტანას ლინკევიჩიუსი, ლატვიის საგარეო უწყების პირველი პირი ედგარს რინკევიჩსი და უკრაინის ვიცე-პრემიერი პაველ როზენკო და ამ ფორმით გამოხატავენ საქართველოსადმი მხარდაჭერას.

მოქალაქეთა რიგი რუსეთის ინტერესთა სექციასთან, რომლებიც ვიზას ელოდებიან - Sputnik საქართველო
რუსეთის ინტერესთა სექცია საქართველოს ხელისუფლებას „სავიზო საქმოსნების“ დასჯას სთხოვს

ვიზიტის ფარგლებში სტუმრები მონაწილეობას მიიღებენ საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით დაგეგმილ მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრაში, რომელიც 2008 წლის მოვლენებს მიეძღვნება. მონაწილეები ისაუბრებენ იმ გამოწვევებზე, რომლებიც ევროპის უსაფრთხოებისა და მშვიდობის წინაშე დგას. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა რეგიონში კონფლიქტების მშვიდობიანი გზით დარეგულირების გზებს.

გარდა ამისა, სტუმრები პატივს მიაგებენ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა ხსოვნას და შეხვედრებს გამართავენ საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან, პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან და პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესთან, რომლებიც ასევე მიიღებენ მონაწილეობას მრგვალ მაგიდაში.

შეხვედრების დროს საუბარი შეეხება 2008 წლის კონფლიქტს, საქართველოს ხელისუფლების მიერ არაკონტროლირებად ტერიტორიებზე — აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი — უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით არსებულ ვითარებას, მთავრობის პოლიტიკასა და საერთაშორისო საზოგადოების ძალისხმევას ამ მიმართულებებით.

საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების მხრივ არსებულ მძიმე ვითარებას, საქართველოს მთავრობის კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების პოლიტიკას და საერთაშორისო საზოგადოების ძალისხმევას ამ მიმართულებით.

ვიზიტი ლიეტუვისა და პოლონეთის ერთობლივი ინიციატივით ხორციელდება.

ყველა ახალი ამბავი
0