მთავრობა ტყიბულის შახტის მართვაზე უარს აცხადებს

© Sputnik / STRINGERმამუკა ბახტაძე
მამუკა ბახტაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
შახტში მომხდარი აფეთქების დღეს მთავრობის მეთაურმა გამოძიების დასრულებამდე ყველა შახტის დახურვის გადაწყვეტილება მიიღო.

თბილისი,  26 ივლისი  — Sputnik.  შახტის მართვა სახელმწიფოს საქმე არ არის, განაცხადა საქართველოს პრემიერ–მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ტყიბულის მინდელის სახელობის შახტში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით.  

შახტი - Sputnik საქართველო
ტრაგედია ტყიბულის შახტში - ბოლო ცნობები

ორშაბათს მინდელის სახელობის შახტში ოთხი ადამიანი დაიღუპა, ექვსი კი დაზარალდა.  გამოძიების წინასწარი ვერსიით, შახტის ერთ-ერთ გვირაბში, სავარაუდოდ, მეთანის აფეთქების შედეგად კედლების დეფორმაციას ჭერის ჩამოშლა მოჰყვა. იმავე დღეს „საქართველოს ინდუსტრიულმა ჯგუფმა“ განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ ის მზადაა სახელმწიფოს უსასყიდლოდ გადასცეს კომპანია  „საქნახშირი“.

„შახტის მართვა სახელმწიფოს საქმე ნამდვილად არ არის.  ჩვენი ამოცანაა, რომ ვხედავდეთ კონკრეტულ სტრატეგიას, რომელიც ასევე ადვილად დასანახია მოქალაქეებისთვის, განსაკუთრებით ადგილობრივი მცხოვრებლებისთვის, რომ საქმიანობა და მათი სამუშაო ადგილები პროგნოზირებადია“, – განაცხადა ბახტაძემ ხუთშაბათს  მთავრობის სხდომის შემდეგ  გამართულ ბრიფინგზე.

ტყიბულის შახტში  მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სსკ-ის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ორიდან ხუთ წლამდე ვადით. ამასთან, შახტში მომხდარი აფეთქების დღეს მთავრობის მეთაურმა გამოძიების დასრულებამდე ყველა შახტის დახურვის გადაწყვეტილება მიიღო. 

„მე განვაცხადე, რომ ჩვენთვის, ეს, რა თქმა უნდა მნიშვნელოვან სექტორს წარმოადგენს, მაგრამ ჩვენ ადამიანის სიცოცხლესა და მის უსაფრთხოებაზე მაღლა ვერაფერს დავაყენებთ. ამიტომ მივიღე ის გადაწყვეტილება, რომელიც მივიღე — რომ ყველა შახტი უნდა იყოს დალუქული მანამ, ვიდრე ჩვენ არ მივიღებთ კონკრეტულ დასკვნას ორი მიმართულებით. პირველი — ეს გახლავთ გამოძიება, რომელსაც ხელმძღვანელობს შინაგან საქმეთა სამინისტრო, იმიტომ რომ  თქვენ იცით,  შახტში შრომის უსაფრთხოების გაძლიერებასთან დაკავშირებით არაერთი რეკომენდაცია არსებობდა“, –დასძინა მთავრობის მეთაურმა.  

ტრაგედია ტყიბულში - Sputnik საქართველო
აფეთქება ტყიბულში: კადრები შემთხვევის ადგილიდან

მეორე მიმართულება – ეს საინჟინრო–ტექნიკური ექსპერტიზაა.

 „ექსპერტიზა ჩატარებული უნდა იყოს საერთაშორისო ორგანიზაციისა და ადამიანთა ჯგუფის მიერ, რომელსაც მაღალი პროფესიული ნდობა აქვს, რათა ჩვენ, ისევე როგორ მთელ საზოგადოებას ესმოდეს, რა გვაქვს ყველას ერთობლივად გასაკეთებელი, რომ მომავალში მსგავსი ადამიანური ტრაგედიები თავიდან ავიცილოთ", — განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ტყიბულში „მინდელის“ შახტში მიმდინარე წლის გაზაფხულზე ექვსი მუშა დაიღუპა. 5 აპრილის ღამეს მინდელის შახტში გვირაბის გვერდითი ქანები ჩამოინგრა — ჰაერის დარტყმითი ტალღა ცენტრალურ გვირაბებში გავრცელდა. მეორე დღე დაღუპული მეშახტეების გლოვის დღედ გამოცხადდა. 

ბოლოს მომხდარი  შემთხვევის შემდეგ საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ შახტი, სადაც ტრაგედია დატრიალდა, უნდა დაიხუროს.


ყველა ახალი ამბავი
0