ტრაგედია ტყიბულის შახტში - ბოლო ცნობები

© Pixabay / hangelaშახტი
შახტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისის დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელმა დაშავებული მეშახტეების ჯანმრთელობის მდგომარეობა შეაფასა

თბილისი, 19 ივლისი — Sputnik. ორ მეშახტეს, რომლებიც ტყიბულის მინდელის სახელობის შახტში მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად დაშავდნენ, პარასკევს საავადმყოფოდან გაწერენ, კიდევ ორი დაშავებული კი რეანიმაციაში აგრძელებს მკურნალობას, განაცხადა თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკის დამწვრობის ცენტრის ხელძღვანელმა გუგა ქაშიბაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხზე.

შახტა - Sputnik საქართველო
ტრაგიკული შემთხვევები სამუშაო ადგილებზე - შსს სტატისტიკას აქვეყნებს

ორშაბათს გამთენიისას ტყიბულის მინდელის სახელობის შახტში მორიგი ტრაგედია დატრიალდა — დაიღუპა ოთხი მეშახტე და დაშავდა ექვსი. წინასწარი ინფორმაციით, მინდელის სახელობის შახტის ერთ-ერთ გვირაბში, სავარაუდოდ, მეთანის აფეთქების შედეგად კედლების დეფორმაციას ჭერის ჩამოშლა მოჰყვა. ერთ-ერთი დაშავებული მეშახტე მალე გაწერეს საავადმყოფოდან, რადგან მან მსუბუქი დაზიანებები მიიღო. დანარჩენები თბილისში გადაიყვანეს.

ტრაგედია ტყიბულში: ექსპერტები მიზეზებს ადგენენ>>>

„ორი პაციენტის მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესდა. ხვალ უკვე დაუბრუნდებიან საკუთარ ოჯახებს. ორი მძიმე პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, ისინი დამწვრობის ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობენ. მათგან ერთ-ერთი უკვე მოიხსნა მართვითი სუნთქვიდან. უბრალოდ მკურნალობისთვის უფრო ხანგრძლივი დრო დასჭირდებათ", – განაცხადა გუგა ქაშიბაძემ.

ამასთან, ტყიბულში მეშახტეების საპროტესტო აქცია გრძელდება.

„თანამდებობები უნდა დატოვონ ადმინისტრაციის (კომპანია "საქნახშირი" - რედ.) წარმომადგენლებმა, რომლებიც შახტში უსაფრთხოების ნორმების დაცვაზე იყვნენ პასუხისმგებელი. მათი ადგილები კი უნდა დაიკავონ პროფესიონალმა კადრებმა, რათა ჩვენ უსაფრთხოდ შევძლოთ შახტში ჩასვლა და მუშაობის განახლება", - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილე ხვიჩა გაბუნიამ.

მეშახტე აჩვენებს ნახშირს - Sputnik საქართველო
ტრაგედია ტყიბულში: შახტები შესაძლოა სახელმწიფოს გადაეცეს

გარდა ამისა, აქციის მონაწილეები მოითხოვენ პრემიერ მამუკა ბახტაძის დაპირება - შახტის დახურვის პერიოდში მეშახტეები ხელფასს მიიღებენ - დოკუმენტურად გაფორმდეს.

ექსპერტთა ჯგუფმა, რომელშიც შევიდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შრომის ინსპექციის და ზედამხედველობის სააგენტოს სპეციალისტები, ტრაგედიის ადგილი შეისწავლეს და შეცდომები დააფიქსირეს.

„შახტში იყო დარღვევები, რომლებმაც ტრაგედია გამოიწვია, როლის თავიდან აცილებაც შეიძლებოდა. სანამ საბოლოო დასკვნა ცნობილი არ იქნება, ამ ეტაპზე სხვას ვერაფერს ვიტყვი, ისევე როგორც არ იტყვიან სხვა უწყებები", - განაცხადა პრემიერის მრჩეველმა რეგიონული განვითარების საკითხებში სოზარ სუბარმა.

ტყიბულში მინდელის სახელობის შახტში მიმდინარე წლის გაზაფხულზე ექვსი მუშა დაიღუპა. 5 აპრილის ღამეს მინდელის შახტში გვირაბის გვერდითი ქანები ჩამოინგრა — ჰაერის დარტყმითი ტალღა ცენტრალურ გვირაბებში გავრცელდა.

 

ყველა ახალი ამბავი
0