06:02 21 ივლისი 2018
პირდაპირი ეთერი
  • EUR2.8436
  • 100 RUB3.8430
  • USD2.4417
საბრძოლო მომზადების ცენტრის გახსნა ვაზიანში

საქართველოში ჯარის რეფორმა იგეგმება

© Sputnik / Levan Avlabreli
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს თავდაცვა (105)
124 0 0

თავდაცვის სამინისტროს გეგმით, შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები მცირერიცხოვანი გახდება და მათ ავტონომია მიენიჭებათ.

თბილისი, 13 ივლისი — Sputnik. საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ არმიის სრულად რეფორმირების გადაწყვეტილება მიიღო, ქართული ჯარი შეიარაღებული ძალების მცირერიცხოვანი ავტონომიური ქვედანაყოფების სისტემაზე გადავა, განაცხადა თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ პარლამენტში.

„იმ რეალობის გათვალისწინებით, რაც გვქონდა 10 წლის წინ, შეიძლება განსაკუთრებული აქცენტი სწორედ მცირე ზომის ქვედანაყოფების კონცეფციაზე გავაკეთოთ. ეს უნდა გახდეს შეიარაღებულ ძალების მოქმედების მთავარი პრინციპი", — განაცხადა იზორიამ.

სახმელეთო ჯარების ბრიგადების ფარგლებში იგეგმება 10-12 ქვედანაყოფის ჩამოყალიბება ასეულების დონეზე.

„იგეგმება როგორც საბრძოლო, ისე საბრძოლო მხარდაჭერისა და საბრძოლო უზრუნველყოფის ქვედანაყოფების სტანდარტიზაცია საქართველოს მასშტაბით", — აღნიშნა იზორიამ.

საბრძოლო ქვედანაყოფების სტანდარტიზაციის ფარგლებში, რომლებიც იყოფა ქვეით, მექანიზებულ და სატანკო ქვედანაყოფებად, საბრძოლო ტექნიკის თანაბარი განაწილება მოხდება.

რაც შეეხება საომარი მხარდაჭერის ელემენტების — ტანკსაწინააღმდეგო, ჰაერსაწინააღმდეგო, საინჟინრო და სხვ. მიმართ ერთიანი სტანდარტის დაწესებას, აქაც ასევე იგეგმება ძალების თანაბარი განაწილება და მათთვის თანაბარი შესაძლებლობების შექმნა.

თავდაცვის სამინისტრო ასევე შეიარაღებული ძალების სისტემის სტანდარტიზაციას აპირებს.

„ჩვენ აქცენტს გავაკეთებთ იმაზე, რომ ადგილზე მეტი ავტონომიურობის შესაძლებლობა იყოს, რაც გამოიხატება სარემონტო ინფრასტრუქტურის შექმნაში, რათა ლოგისტიკის ქვედანაყოფებს ჰქონდეთ დროული და უწყვეტი მხარდაჭერის შესაძლებლობა საბრძოლო ქვედანაყოფებისთვის, რათა ადგილზე მოახდინონ როგორც ჯავშანტექნიკის, ისე საავტომობილო ტექნიკის რემონტი", — განაცხადა იზორიამ.

რეფორმის შედეგების საფუძველზე ქვედანაყოფების სამეთაურო შტაბები მიიღებენ ავტონომიას, რათა დასახული ამოცანის ფარგლებში მათ ცენტრის ამოცანა დეცენტრალიზებულად შეასრულონ.

თემები:
საქართველოს თავდაცვა (105)

მთავარი თემები