ვიდეოსასამართლო და გაძლიერებული დაცვა – საქართველოს ციხეებში სიახლეები იგეგმება

© photo: AFP 2020 / NOEL CELISხელბორკილები
ხელბორკილები - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს სასჯელაღსრულების სისტემაში არსებითი ცვლილებები იგეგმება.

თბილისი, 20 ივნისი — Sputnik. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა კახა კახიშვილმა საპატიმროების სისტემაში ცვლილებების ახალი ეტაპი დააანონსა.

საქართველოს მთავრობის ყველა წევრი მოვალეობის შემსრულებელია 13 ივნისიდან, როდესაც გიორგი კვირიკაშვილმა პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა. ოთხშაბათს პარლამენტში მამუკა ბახტაძის მეთაურობით ახალი მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხზე კენჭისყრა გაიმართება.

„გადავწყვიტეთ გადავიდეთ პატარა ციხეების მოდელზე. შემუშავდა და მზად არის პროექტი პატარა ციხეების, რადგან სამართავად უფრო ეფექტიანია. დაახლოებით ერთი და იმავე პროექტით ჩვენ დავიწყებთ მშენებლობას არაუმეტეს 500-კაციანი ციხეებისა", — განაცხადა კახიშვილმა პარლამენტში.

ციხე - Sputnik საქართველო
საქართველოს ციხეებში პატიმრები პროფგანათლებას მიიღებენ

გარდა ამისა, ციხეებში ვიდეოსასამართლოს სისტემის დანერგვა იგეგმება.

როგორც კახიშვილმა აღნიშნა, ციხეებში მოეწყო სასამართლოები და ვიდეოკონფერენციის დახმარებით შესაძლებელი იქნება პროცესების გამართვა ადმინისტრაციულ საქმეებზე (როდესაც დარღვევა ხდება თავად საპატიმროში), ამგვარად მოხდება რესურსების ეკონომია.

კიდევ ერთი სიახლეა საპატიმროებში დაცვის სისტემის გაძლიერება.

„გადავდივართ ციხეების თანამედროვე ტექნოლოგიებით დაცვის სისტემაზე. დამონტაჟებული იქნება ვიბრო-სეისმური სენსორები, რომ პერიმეტრთან მიახლოების შემთხვევაში, ინდიკატორებმა გვიჩვენოს, რა ხდება, ამავე დროს იქნება დაკავების ჯგუფები", — განაცხადა კახიშვილმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ პატიმართან მიმსვლელების შემოწმება ისევე მოხდება, როგორც ეს აეროპორტებშია დანერგილი.

კახიშვილი სასჯელაღსრულების სამინისტროს 2014 წელს ჩაუდგა სათავეში. მას შემდეგ საპატიმროებში სერიოზული ცვლილებები განხორციელდა. საპატიმროები დაიყო რამდენიმე კატეგორიად, პატიმართა ნაწილმა მიიღო სახლში ყოფნისა და მუშაობის უფლება. ციხეებში ასევე მუშაობენ ფსიქოლოგები, შეიცვალა ვადამდე გათავისუფლების სისტემა.

ყველა ახალი ამბავი
0