თუშეთში ათ დასახლებას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა

გამოწერა
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო თუშეთის მხარისადმი უფრო მეტ მზრუნველობას გამოიჩენს.

თბილისი, 19 ივნისი — Sputnik. თუშეთის რვა ნასოფლარსა და ორ სოფელს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა.

ქართული სუფრა - Sputnik საქართველო
ქართულ სუფრას არამატერიალური კულტურის ძეგლის სტატუსი მიენიჭა

ქართული ხალხური მედიცინა ეროვნული მემკვიდრეობის ძეგლად გამოცხადდა>>>

კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ჩამონათვალს შეემატა ნასოფლარები — აგეურთა, გირევი, წარო, ჭონთიო, ჰეღო და ინდურთა, სოფლები კვავლო და ფარსმა, ასევე ციხე-სოფელი ძველი დიკლო, ნათქვამია საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოვალეობის შემსრულებლის დავით ლომიტაშვილის ბრძანებაში, რომელიც „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში" გამოქვეყნდა.

ტურისტებს შორის პოპულარული თუშეთის მხარე ახმეტის რაიონში მდებარეობს.

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ქვეყანაში იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ 2003 წლის კონვენციის თანახმად მოქმედებს. საქართველო კონვენციას 2008 წელს შეუერთდა. სააგენტო მოწოდებულია დაარეგისტრიროს, დაიცვას, გამოიკვლიოს და პოპულარიზება გაუწიოს ქვეყნის არამატერიალური კულტურის ნიმუშებს.

ყველა ახალი ამბავი
0