სირიამ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობა აღიარა – თბილისის რეაქცია

© Sputnik / Alexander Imedashviliტრიბუნა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში
ტრიბუნა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში - Sputnik საქართველო
გამოწერა
სირია მეოთხე ქვეყანაა, რომელმაც საქართველოს ხელისუფლების მიერ არაკონტროლირებადი ტერიტორიების დამოუკიდებლობა აღიარა.

თბილისი, 29 მაისი — Sputnik. ოფიციალურმა თბილისმა დაგმო სირიის მიერ საქართველოს ხელისუფლების მიერ არაკონტროლირებადი ტერიტორიების — აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარება.

„თბილისში აბაშიძისა და კარასინის შეხვედრა შეაფასეს">>

„სირიის რეჟიმმა უგულებელყო სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობისა და საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ურღვეობის შესახებ საერთაშორისო სამართლებრივი ვალდებულება", — განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით დონდუამ.

„საქართველომ დაიწყო პროცედურები სირიის არაბთა რესპუბლიკასთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის მიზნით. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას და (აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის) არაღიარების პოლიტიკას", — აღნიშნა დონდუამ.

საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს 1990-იანი წლების დასაწყისიდან ვერ აკონტროლებს. 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ მოსკოვმა ამ ტერიტორიების დამოუკიდებლობა აღიარა, ამის საპასუხოდ თბილისმა რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა. აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარეს ვენესუელამ, ნიკარაგუამ, ნაურუმ, ტუვალუმ და ვანუატუმ, თუმცა მოგვიანებით ამ ბოლო ორმა ქვეყანამ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მხარი დაუჭირა.

ყველა ახალი ამბავი
0