კვირიკაშვილმა რუსეთთან ურთიერთობების მოგვარების საკუთარი ხედვა წარმოადგინა

გამოწერა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა რუსეთთან ურთიერთობების მოგვარებისთვის ჟენევის მოლაპარაკებების მნიშვნელობა აღნიშნა

თბილისი, 19 მაისი – Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მიიჩნევს, რომ რუსეთთან ურთიერთობებში არსებული პრობლემების გადაჭრა მოლაპარაკებათა არსებული ფორმატების პირობებშია შესაძლებელი.

მანამდე საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებთან ქართულ-რუსული ურთიერთობების განვითარების პერსპექტივები განიხილა და განაცხადა, რომ „ნატრობს იმ დროს, როდესაც რუსეთის ლიდერს დაელაპარაკება“. ამაზე საპასუხოს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინმა განაცხადა, რომ თეორიულად ყველა დონეზე შეხვედრა შესაძლებელია, თუმცა ამას კარგი მომზადება სჭირდება.

ზურაბ აბაშიძე - Sputnik საქართველო
რატომ მხოლოდ ახლა? – აბაშიძე საქართველოს პრეზიდენტის პუტინთან დალაპარაკების სურვილზე

„მე ამის მჯერა, ამის რესურსს ვხედავ და ვფიქრობ, იმ წითელი ხაზების დაცვით, რომლებიც საქართველოს გააჩნია და, ბუნებრივია, ეს არის ტერიტორიული მთლიანობა და ჩვენი სუვერენიტეტი, პრობლემის გადაწყვეტა შესაძლებელია. უბრალოდ, ამისთვის საჭიროა, მაქსიმალურად გამოყენებული იყოს ის ფორმატები, რომლებიც ჩვენ გაგვაჩნია“, — განუცხადა ჟურნალისტებს კვირიკაშვილმა.

მან აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფორმატის მაქსიმალური გამოყენება.

„ვფიქრობ, ამ ეტაპზე ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ჟენევის ფორმატის რესურსის ბოლომდე გამოყენება. ამაზე ბევრჯერ მისაუბრია და კიდევ ვამბობ — მინიმუმ მინისტრის დონეზე, შესაძლოა, უფრო მაღალ დონეზეც გაიმართოს ეს შეხვედრა“, — განაცხადა კვირიკაშვილმა.

ბიძინა ივანიშვილი - Sputnik საქართველო
ივანიშვილმა რუსეთთან ურთიერთობების მოგვარების გეგმებზე ისაუბრა

ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობის პირობებში საქართველოსა და რუსეთს შორის დიალოგი მხოლოდ ჟენევის დისკუსიებისა და აბაშიძისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინის პრაღაში რეგულარული შეხვედრების ფარგლებში წარმოებს.

ცხინვალის რეგიონი და აფხაზეთი საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ ვერ კონტროლდება. მოსკოვმა ამ ტერიტორიების დამოუკიდებლობა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ აღიარა. ამის პასუხად თბილისმა რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა. 2012 წლის არჩევნების შემდეგ მმართველი პარტია „ქართული ოცნების" წარმომადგენლებმა საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ პრიორიტეტად რუსეთთან ურთიერთობების მოგვარება დაასახელეს, მაგრამ არა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის ხარჯზე.


ყველა ახალი ამბავი
0