მიხეილ ჯანელიძე სამუშაო ვიზიტით ნიუ-იორკს ეწვევა

© Sputnik / Alexander Imedashviliმიხეილ ჯანელიძე
მიხეილ ჯანელიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს ვიცე-პრემიერი მონაწილეობას მიიღებს გაეროს გენერალური ასამბლეის მაღალი დონის შეხვედრაში და საკუთარ გამოსვლაში საქართველოს წინაშე მდგარ გამოწვევებზე ისაუბრებს

თბილისი, 23 აპრილი — Sputnik. საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე დღეს სამუშაო ვიზიტით აშშ-ში, ქალაქ ნიუ-იორკში  გაემგზავრება, ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უწყების ცნობით, მიხეილ ჯანელიძე ნიუ-იორკში მონაწილეობას მიიღებს გაეროს  გენერალური ასამბლეის მაღალი დონის შეხვედრაში – High level meeting on peacebuilding and sustaining peace. 

ნიუ-იორკი. დროშა გაეროს შტაბ-ბინის თავზე - Sputnik საქართველო
გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭომ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო

გენერალური ასამბლეა — გაეროს მთავარი სათათბირო ორგანოა, სადაც წარმოდგენილია გაეროს ყველა წევრი სახელმწიფო. თითოეულ მათგანს ხმის მიცემის თანაბარი უფლება აქვს.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ჯანელიძე  სიტყვით მიმართავს გაეროს გენერალური ასამბლეის მაღალი დონის სეგმენტის მონაწილეებს და საკუთარ გამოსვლაში ყურადღებას გაამახვილებს საქართველოს წინაშე მდგარ გამოწვევებზე. მინისტრი ასევე ისაუბრებს  საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივაზე „ნაბიჯი უკეთესი მომავლისაკენ“, რომელიც მიზნად ისახავს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის ჰუმანიტარული და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას.

გენერალური დებატების ფარგლებში, საქართველოს ორგანიზებით,  გაეროში  გაიმართება პარალელური ღონისძიება – Achieving sustainable peace based on the respect of human rights, რომელიც  საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ არაკონტროლირებად ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების მდგომარეობას მიეძღვნება.

ვიზიტის ფარგლებში, ასევე დაგეგმილია საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელის შეხვედრა კოლეგა მინისტრებთან.

აშშ–ში მიხეილ ჯანელიძის   სამუშაო ვიზიტი 25 აპრილს დასრულდება.


ყველა ახალი ამბავი
0