საქართველო-კანადას შორის პოლიტიკური კონსულტაციები გაიმართება

© photo: Sputnik / Stringerსაგარეო საქმეთა სამინისტროს გერბი
საგარეო საქმეთა სამინისტროს გერბი - Sputnik საქართველო
გამოწერა
კონსულტაციების შემდეგ ხელი მოეწერება ერთობლივ განცხადებას, რომელშიც ასახული იქნება საქართველოსა და კანადას შორის თანამშრომლობის ძირითადი საკითხები

თბილისი, 23 აპრილი — Sputnik. თბილისში საქართველოსა და კანადას შორის გაფართოებული ფორმატის პოლიტიკური კონსულტაციები 23–24 აპრილს  გაიმართება, ნათქვამია საქართველოს  საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციები საქართველოსა და კანადას შორის 2009 წლიდან რეგულარულად იმართება.

უწყების ცნობით, ეს ვიზიტი განსაკუთრებით  მნიშვნელოვანია იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ 2018 წელს კანადა „დიდი შვიდეულის“ (G7) თავმჯდომარე ქვეყანაა.

კონსულტაციებისას განხილული იქნება საქართველო-კანადის ორმხრივი ურთიერთობები, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ არაკონტროლირებად ტერიტორიებზე არსებული ვითარება, თანამშრომლობა თავდაცვის სფეროში, საქართველოსა და კანადას შორის ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების პერსპექტივები. 

საქართველოსა და კანადის წარმომადგენლების შეხვედრა - Sputnik საქართველო
კანადა დემოკრატიულ რეფორმებს საქართველოში დადებითად აფასებს

კონსულტაციების შედეგად, ხელი მოეწერება ერთობლივ განცხადებას, რომელშიც ასახული იქნება საქართველოსა და კანადას შორის თანამშრომლობის ძირითადი საკითხები.

გაფართოებული ფორმატის პოლიტიკური კონსულტაციებისთვის საქართველოს ეწვევა კანადის დელეგაცია კანადის საგარეო საქმეთა  მინისტრის მოადგილის სტეფანი ბეკის  ხელმძღვანელობით.  საქართველოს მხრიდან  კი პოლიტიკურ კონსულტაციებს  საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ხათუნა თოთლაძე უხელმძღვანელებს.  

ვიზიტის ფარგლებში  ასევე დაგეგმილია კანადის დელეგაცია შეხვედრები  საქართველოს სხვადასხვა სამთავრობო უწყების წარმომადგენლებთან.

საქართველომ და კანადამ დიპლომატიური   ურთიერთობები 1992 წელს დაამყარეს.  საქართველოს საელჩო ქალაქ ოტავაში 2011 წელს გაიხსნა.

საქართველო და კანადა აქტიურად თანამშრომლობენ საერთაშორისო ორგანიზაციების (გაერო, ეუთო) ფარგლებში. კანადა მხარს უჭერს საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ინტეგრაციის პროცესს და ქვეყნის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.

საქართველოსა და კანადის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციების ბოლო რაუნდი ჩატარდა 2014 წლის 28 მარტს, სადაც მხარეებმა განიხილეს საქართველო-კანადის თანამშრომლობის მიმდინარე და პერსპექტიული საკითხები, როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატში.


ყველა ახალი ამბავი
0