საქართველოს მოქალაქეებისთვის სერბეთის საზღვარი გაიხსნა

CC BY-SA 2.0 / m.a.r.c. / Belgrade Iბელგრადი, სერბეთი
ბელგრადი, სერბეთი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოსა და სერბეთს შორის უვიზო რეჟიმი უკვე ორმხრივ რეჟიმში მოქმედებს.

თბილისი, 13 მარტი — Sputnik. სერბეთსა და საქართველოს შორის უვიზო რეჟიმი ამოქმედდა, ნათქვამია სერბეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

დიმიტრის ავრამოპულოსი - Sputnik საქართველო
ევროკომისარმა უვიზო რეჟიმის შენარჩუნების საკითხში საქართველოს მხარდაჭერა აღუთქვა

შესაბამის შეთანხმებას ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა — მიხეილ ჯანელიძემ და ივიცა დაჩიჩმა ხელი 7 მარტს მოაწერეს, მეორე დღეს კი იგი სერბეთის მთავრობამ დაამტკიცა. დოკუმენტი ძალაში „სერბეთის რესპუბლიკის ოფიციალურ გაზეთში" გამოქვეყნების შემდეგ შევიდა.

„გადაწყვეტილების თანახმად, ამ ქვეყნის მოქალაქეები შეძლებენ შემოსვლას, ტრანზიტით ყოფნას და სერბეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე უვიზოდ დარჩენას შესვლის დღიდან არაუმეტეს 30 დღის განმავლობაში", – ნათქვამია სერბეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

საქართველოსა და სერბეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1995 წლის 26 ივნისს დამყარდა. როგორც საქართველოს საგარეო უწყებაში აღნიშნეს, ქვეყნებს შორის ურთიერთობები აქტიური არ არის, თუმცა არსებობს ეკონომიკისა და კულტურის სფეროში ურთიერთობების გაღრმავების პოტენციალი.

2018 წლის გაზაფხულზე თბილისში ქართულ-სერბული პირველი ბიზნეს-ფორუმის გამართვა იგეგმება.

ყველა ახალი ამბავი
0