12:47 17 დეკემბერი 2018
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.0138
  • 100 RUB4.0173
  • USD2.6678
გიორგი კვირიკაშვილი

რა როლი შეიძლება შეასრულოს კვირიკაშვილმა ჟენევის მოლაპარაკებებზე

© FB / Giorgi Kvirikashvili
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
ქართულ-რუსული ურთიერთობები (211)
109 0 0

რუსეთის ხელისუფლებისადმი მიმართვაში, საქართველოს პრემიერმა განაცხადა ჟენევის მოლაპარაკებებში მონაწილეობისთვის მზადყოფნის შესახებ, რომელიც ქვეყნებს შორის მოლაპარაკებების ორიდან ერთ-ერთ ფორმატს წარმოადგენს

თბილისი, 12 მარტი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის მზადყოფნა ჩაერთოს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში არ გულისხმობს ყველა რაუნდში მის მონაწილეობას, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელზე რუსეთთან ურთიერთობების მოგვარების საკითხებში ზურაბ აბაშიძეზე დაყრდნობით.

გასულ კვირაში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა რუსეთის ხელისუფლებას ურთიერთშემხვედრი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდა. საქართველოს პრემიერმა მისი პირადი მონაწილეობით, ჟენევის დისკუსიების გააქტიურების მზადყოფნაც გამოთქვა. კვირიკაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ აგვისტოს ომიდან ათი წლის თავზე საქართველო და რუსეთი არჩევნის წინაშე არიან — გააგრძელონ ურთიერთბრალდებები თუ გონიერი ნაბიჯები გადადგან, რათა ურთიერთობები ჩიხიდან გამოიყვანონ. 

აბაშიძის თქმით, პრემიერის განცხადება გულისხმობს მის მზადყოფნას მონაწილეობა მიიღოს დისკუსიებში იმ საკითხების გადასაწყვეტად საფუძვლის მომზადებაზე, სადაც შეიძლება მაღალი დონის შეხვედრის საჭიროება დადგეს.

„მე როგორც წარმომიდგენია, საუბარი არ არის იმაზე, რომ ეს მოხდეს უცბად, პრემიერმა იაროს შეხვედრებზე პერიოდულად, არამედ მომზადდეს იქ საფუძველი საკითხების გადასაწყვეტად, რისთვისაც რაღაც ეტაპზე შეიძლება მაღალი დონის შეხვედრა ჩატარდეს“, — განაცხადა აბაშიძემ.

უნდა მომზადდეს ფონი, მოსამზადებელი სამუშაოები რიგი საკითხების წინ წასაწევად, რათა რაღაც ეტაპზე მოლაპარაკებების რანგი აიწიოს, განაცხადა დიპლომატმა.

„ალბათ ამის თაობაზე არის საუბარი ჩვენს პარტნიორ ქვეყნებთან, თანათავმჯდომარეებთან“, – განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

რუსეთ-საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 2008 წლის აგვისტოდან თბილისის გადაწყვეტილების საფუძველზე გაუქმდა, მოსკოვის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარების საპასუხოდ.

დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობის პირობებში დღეისათვის რუსეთ-საქართველოს დიალოგი მხოლოდ ჟენევის დისკუსიებისა და პრაღაში აბაშიძისა და რუსეთის სააგრეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, გრიგორი კარასინის რეგულარული შეხვედრების ფარგლებშია შენარჩუნებული.

ჟენევის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი 27-28 მარტს გაიმართება.


თემები:
ქართულ-რუსული ურთიერთობები (211)

მთავარი თემები