რამდენმა ადამიანმა მიიღო 2017 წელს საქართველოს მოქალაქეობა

© Sputnik / Alexander Imedashviliსაქართველოს პასპორტი
საქართველოს პასპორტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
2006 წლიდან დღემდე საქართველოს მოქალაქეობა საგამონაკლისო წესით ყველაზე მეტად 2013 წელს მიხეილ სააკაშვილის დროს მიენიჭათ

თბილისი, 19 თებერველი — Sputnik. 2017 წელს საქართველოს მოქალაქეობა საგამონაკლისო წესით 4 464 ადამიანს მიენიჭა, განაცხადა  საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის სხდომაზე.

მინისტრმა პარლამენტში სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს  2013-2017 წლებში საქმიანობის შესახებ ანგარიში წარადგინა. საქართველოს მოქალაქეობა საგამონაკლისო წესით ენიჭება იმ პირებს, ვისაც სახელმწიფოს წინაშე დამსახურება გააჩნია ან ეს სახელმწოფო ინტერესს წარმოადგენს.

მეცხრე მოწვევის საქართველოს პარლამენტი - Sputnik საქართველო
დასახელდა საქართველოს კონსტიტუციის ბოლო კენჭისყრის თარიღი

„2017 წელს საგამონაკლისო წესით საქართველოს მოქალაქეობა 4 464 პირს მიენიჭა. ეს ციფრი ასე თუ ისე იგივე იყო ბოლო ოთხი წლის განმავლობაში: 2016 წელს — 4 597, 2015 წელს — 4 290 და 2014 წელს — 4 567“, — განაცხადა წულუკინმა.

ქართული კანონმდებლობის მიხედვით, საქართველოს მოქალაქეობის საკითხს ქვეყნის პრეზიდენტი წყვეტს. ამაში მას სააგენტოსთან არსებული კომისია ეხმარება. ამავე დროს სახელმწოფოს მეთაურს ამა თუ იმ ადამიანისთვის მოქალაქეობის მინიჭება კომისიის გვერდის ავლით შეუძლია. 

წულუკიანის თქმით, საქართველოს მოქალაქეობა საგამონაკლისო წესით ყველაზე მეტად 2013 წელს მიხეილ სააკაშვილის დროს მიენიჭათ.

„თუ უფრო გრძელ პერიოდს ავიღებთ, 2006 წლიდან დღემდე, საგამონაკლისო წესით საქართველოს მოქალაქეობა ყველაზე მეტად 2013 წელს მიენიჭათ. ეს იყო 9 627 მოქალაქე, თუმცა ეს ციფრი რეალობას არ ასახავს“, — აღნიშნა მან.

მინისტრმა აღნიშნა, რომ სააკაშვილმა საკუთარი სურვილით სახელმწიფო დაწესებულებების გვერდით ავლით საქართველოს მოქალაქეობა 1000-ზე მეტ ადამიანს, ძირითადად თურქეთის მოქალაქეებს მიანიჭა.

თუ არ გავითვალისწინებთ 2013 წლის მონაცემებს, ყველაზე მეტი საქართველოს მოქალაქეობა 2011 წელს გაიცა — 8 593 ადამიანზე.

საკომიტეტო მოსმენაზე გამოსვლისას, წულუკიანმა აღნიშნა, რომ 2013 წლიდან 2017 წლამდე კომისიამ მოქალაქეობის მინიჭებაზე 32 000-ზე მეტი განაცხადი განიხილა, მათგან 23000-ზე მეტმა დადებითი რეკომენდაცია მიიღო — ამ განაცხადებიდან 86% შეტანილია იმ ადამიანების მიერ, ვინც საქართველოში დაიბადა ან ადრე იყვნენ ქვეყნის მოქალაქეები, მაგრამ მოგვიანებით დაკარგეს მოქალაქეობა.

მოქალაქეობის მინიჭება ხდება ჩვეულებრივი წესით, გამარტივებვული წესით, საგამონაკლისო წესით და სპეციალური წესით.

ქართული პასპორტი - Sputnik საქართველო
მოქალაქეობის ჩამორთმევა, როგორც ეს სააკაშვილის შემთხვევაში იყო, აღარ მოხდება

მოქალაქეობის მინიჭება ჩვეულებრივი წესით — თუ უცხო ქვეყნის მოქალაქე საქართველოში 5 წელია ცხოვრობს, იცის ქართული ენა, მუშაობს ან ფლობს ქონებას საქართველოში.

გამარტივებული წესი — ეს წესი ვრცელდება იმათზე, ვინც საქართველოს მოქალაქეზე დაქორწინდა და ქვეყანაში 2 წლის განმავლობაში ცხოვრობს.

საქართველოს მოქალაქეობა საგამონაკლისო წესით ენიჭება იმ პირებს, ვისაც სახელმწიფოს წინაშე დამსახურება გააჩნია ან ეს  სახელმწიფო ინტერესს წარმოადგენს.

გარდა ამისა, შესაძლებელია საქართველოს მოქალაქეობის აღდგენა (როდესაც ადამიანმა ქართულ მოქალაქეობაზე უარი საკუთარი ნებით თქვა და ახლა მისი აღდგენა სურს).

სპეციალური წესი — ეხება საქართველოში დაბადებულ პირებს, რომლებმაც მოქალაქეობა გარკვეული მიზეზების გამო დაკარგეს.

მოქალაქეობის მინიჭებაზე გადაწყვეტილებას პრეზიდენტი მოქალაქეობის საკითხთა კომისიის რეკომენდაციით იღებს. კომისია იღებს უცხოელების განაცხადებს, და, დადებითი პასუხის შემთხვევაში, პრეზიდენტს ხელმოსაწერად უგზავნის.

საქართველოს კონსტიტუციის ახალი რედაქციის მიხედვით, დასაშვები ხდება ორმაგი მოქალაქეობა. შესაბამისი ნორმა ამოქმედდება 21 მარტს, ცვლილებების საბოლოო, მესამე მოსმენით მიღების შემდეგ.


ყველა ახალი ამბავი
0