13:41 19 აგვისტო 2018
პირდაპირი ეთერი
  • EUR2.9344
  • 100 RUB3.8267
  • USD2.5779
პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი

შეიწყალებს თუ არა საქართველოს პრეზიდენტი სააკაშვილს

© FB / Giorgi Margvelashvili
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს პრეზიდენტი (107)
159 0 0

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, რომ შეწყალებასთან დაკავშირებით პოლიტიკურად მოტივირებულ გადაწყვეტილებებს არ იღებს

თბილისი, 15 თებერვალი  — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განაცადა, რომ არ აპირებს შეწყალების უფლების გამოყენებას თავისი წინამორბედის, მიხეილ სააკაშვილის მიმართ, რომელსაც დაუსწრებლად სამი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

თბილისის საქალაქო სასამართლომ სააკაშვილს 2018 წლის იანვარში სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისთვის (სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალებასთან დაკავშირებით) სამი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

„არ მიმაჩნია რომ მერაბიშვილი და სააკაშვილი შესაწყალებელია. რომ მიმაჩნდეს, რომ შესაწყალებელია, მე პოლიტიკურ შემადგენელს არ დავაყენებდი“, – განაცხადა მარგველაშვილმა ტელეარხ Palitra News–ის ტოკ–შოუში.

მან აღნიშნა, რომ მისი დაპირისპირება ყოფილ მმართველ პარტიასთან მაშინ დასრულდა, როცა ის პრეზიდენტი გახდა.

„მე დავამთავრე 2013 წელს დაპირისპირება „ნაციონალურ მოძრაობასთან“, პრეზიდენტი არ არის რომელიმე პარტიის მსახური, ის ემსახურება ქართველ ხალხს, და ბუნებრივია მე შეწყალების პროცესში არ ვითვალისწინებ პოლიტიკურ შემადგენელს“, – განაცხადა მარგველაშვილმა.

ამასთან, მან აღნიშნა, რომ თავისი გადაწყვეტილებების გამო სასამართლოს წინაშე წარდგომის არ ეშინია და არ აღელვებს; მისი განცხადებით, ეს არ აღელვებდა არც მაშინ, როცა მერაბიშვილი თავისუფალი იყო და სააკაშვილი – პრეზიდენტი. მაშინ ის, პოლიტიკოსებისგან განსხვავებით, თავის პოზიციას ეთერსა და ქუჩაში გამოხატავდა.

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მიხეილ სააკაშვილის მიმართ გამოტანილ განაჩენთან დაკავშირებით უკმაყოფილება გამოთქვა. 

მარგველაშვილის განცხადებით, სააკაშვილის მიმართ გამოტანილი განაჩენი ეჭვს ბადებს შეწყალებაზე პრეზიდენტის საკონსტიტუციო უფლების შეზღუდვის მცდელობასთან დაკავშირებით. პროკურატურაში, თავის მხრივ, განმარტეს, რომ ბრალდებები სააკაშვილის წინააღმდეგ წამოაყენეს არა იმიტომ, რომ მან პატიმრები შეიწყალა, არამედ იმის გამო, რომ ის ბრალდებულებს მათ დაკავებამდე დაჰპირდა გათავისუფლებას.

სასამართლომ მიიჩნია, რომ შეწყალება სახელმწიფო კომისიის გვერდის ავლით სააკაშვილის მხრიდან იყო უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება.

სასამართლოს მოტივირებული დასკვნის თანახმად, საქმის მასალები მოწმობს, რომ სააკაშვილმა გირგვლიანის საქმეზე მსჯავრდებულების შეწყალებით თავისი ადრე მიცემული პირობა შეასრულა და ამით დაირღვა დაზარალებულის ოჯახის წევრებისა და საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესები.

საქართველოს ექს-პრეზიდენტი, ამჟამად უკრაინის ოპოზიციონერი პოლიტიკოსი მიხეილ სააკაშვილი ჰოლანდიაში იმყოფება, სადაც მისი მეუღლე — ნიდერლანდების მოქალაქე სანდრა რულოვსი ცხოვრობს.

ორშაბათს უკრაინის სასაზღვრო სამსახურმა სააკაშვილი გააძევა პოლონეთში, რომლის ტერიტორიიდან ის გასულ შემოდგომაზე უკანონოდ მოხვდა უკრაინაში, როდესაც მესაზღვრეებისა და სამართალდამცველების კორდონები გაარღვია. სააკაშვილი, რომელმაც ჯერ საქართველოს, შემდეგ კი უკრაინის მოქალაქეობა დაკარგა, უკრაინაში ცდილობდა მიეღო იმ პირის სტატუსი, რომელიც დამატებით დაცვას საჭიროებდა, თუმცა უარი მიიღო.

ექს–პრეზიდენტის ადვოკატის თქმით, სააკაშვილი ცხოვრებას ამსტერდამში აპირებს. ამის საფუძველს მისი მეუღლის მოქალაქეობა წარმოადგენს.

 

თემები:
საქართველოს პრეზიდენტი (107)

მთავარი თემები