10:03 21 ივლისი 2018
პირდაპირი ეთერი
  • EUR2.8436
  • 100 RUB3.8430
  • USD2.4417
მართლმსაჯულების ფიგურა

დავით კეზერაშვილი სასამართლომ კიდევ ერთ საქმეზე გაამართლა

© AP Photo / Reinhold Huegerich
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
44 0 0

პროკურატურამ ვერ დაამტკიცა საქართველოს თავდაცვის ექს-მინისტრის დავით კეზერაშვილის ბრალეულობა დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით გამოძალვის საქმეში

თბილისი, 13 იანვარი — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ გაამართლა საქართველოს თავდაცვის ექს-მინისტრი დავით კეზერაშვილი ბიზნესმენების, მამა-შვილი თამაზ და ზურაბ ნიჟარაძეების ქონების გამოძალვის საქმეზე, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

საქმის მასალების თანახმად, კეზერაშვილს ბრალდებოდა, რომ მან ძალადობის გამოყენების მუქარით მოსთხოვა თამაზ ნიჟარაძეს ეთქვა უარი წილებზე იმ კომპანიებში, რომლებიც ნავთობპროდუქტებისა და მშრალი ტვირთების გადამუშავებით იყვნენ დაკავებული. ამ კომპანიების წლიური ბრუნვა რამდენიმე ათეულ მილიონ ლარს შეადგენდა.

ბრალდება ექს-მინისტრს დაუსწრებლად 2015 წელს წარედგინა.

პროკურატურა ამტკიცებდა, რომ ზეწოლის შედეგად, თამაზ ნიჟარაძემ და მისმა შვილმა ზურაბ ნიჟარაძემ „BIMEDIA INVESTMENTS LIMITED“-ში (100%),,,MISSION INVESTMENT LIMITED“-ში (60,18%), ხოლო მოგვიანებით შ.პ.ს,,მეტალექსში“ (52.5%) არსებული კუთვნილი წილები, რომელთა ღირებულება რამდენიმე ათეულ მილიონ ლარს აღემატებოდა, უსასყიდლოდ დათმეს დავით კეზერაშვილის მიერ კონტროლირებადი, ოფშორულ ზონებში რეგისტრირებული საწარმოების,,DAVOR HOLDING LIMITED”-ის, “AXTON OVERSEAS DEVELOPMENT LTD”-ისა და,,STEINLORD ENTERPRISES LLP“-ის სასარგებლოდ. 

საქართველოში ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, 2012 წელს კეზერაშვილს ბრალი სისხლის სამართლის ხუთ საქმეზე წარუდგინეს. აქედან ორში თბილისის საქალაქო სასამართლომ ის გაამართლა. კეზერაშვილმა საქართველო 2013 წელს დატოვა. ის ინტერპოლით იძებნებოდა, თუმცა 2015 წელს ინტერპოლის ძებნილთა სიიდან ამოიღეს.

2014 წელს თბილისის საქალაქო სასამართლომ კეზერაშვილი „სპირტის საქმეზე“ გაამართლა. ექს-მინისტრს ბრალდებოდა, რომ ის მფარველობდა ორგანიზებული დანაშაულებრივი დაჯგუფების საქმიანობას, რომელსაც 2007 წელს საქართველოში უკრაინიდან კონტრაბანდული ეთილის სპირტი შემოჰქონდა. სააპელაციო და უმაღლესმა სასამართლოებმა გადაწყვეტილება ცვლილების გარეშე დატოვეს.

2015 წლის შემოდგომაზე სასამართლომ გაამართლა კეზერაშვილი და თბილისის ექს-მერი გიგი უგულავა ტელეკომპანია „იმედის“ უკანონო მითვისების საქმეზე. ეს გადაწყვეტილება პროკურატურამ სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა.

2017 წლის აგვისტოში თბილისის საქალაქო სასამართლომ თავდაცვფის ყოფილი მინისტრი 5 მილიონი ევროს გაფლანგვის საქმეზეც გაამართლა.

სასამართლოს განხილვაში ერთი საქმე რჩება — 2007 წლის ნოემბერში მილიარდერ ბადრი პატარკაციშვილის ქონების მითვისების შესახებ.


მთავარი თემები