ტელეკომპანია „იმედის“ ეპიზოდში სასამართლომ უგულავა და კეზერაშვილი გაამართლა

© public domainსასამართლო
სასამართლო - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქალაქო სასამართლომ უგულავა დამნაშავედ ცნო საბიუჯეტო თანხების გაფლანგვაში 2009-2010 წლებში. საუბარია ფიქტიური სამუშაო ადგილების შექმნაზე თბილისის მერიასთან არსებულ „თბილსერვის ჯგუფში“, რომლის დანიშნულება მაშინ მმართველი პარტიის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრების დაფინანსება იყო.

თბილისი, 19 სექტემბერი — Sputnik. პარასკევს, 18 სექტემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლომ დაუსწრებლად გაამართლა საქართველოს ექს თავდაცვის მინისტრი დავით კეზერაშვიული და თბილისის ექს-მერი გიგი უგულავა ტელეკომპანია „იმედის“ უკანონოდ დაუფლების საქმესთან დაკავშირებით, მაგრამ ქალაქის ყოფილ მერს კვლავ ციხეში დაბრუნება მოუწია, რადგან სასამართლომ იგი დამნაშავედ ცნო სხვა საქმეზე, იტყობინება მედია. 

 საქალაქო სასამართლომ უგულავა დამნაშავედ ცნო საბიუჯეტო თანხების გაფლანგვაში 2009-2010 წლებში. საუბარია ფიქტიური სამუშაო ადგილების შექმნაზე თბილისის მერიასთან არსებულ „თბილსერვის ჯგუფში“, რომლის დანიშნულება მაშინ მმართველი პარტიის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრების დაფინანსება იყო. 

 უგულავას 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, მაგრამ ამნისტიის გათვალისწინებით, საბოლოო სასჯელად 4 წელი და 6 თვე განისაზღვრა. 

 ამასთან, სასამართლომ გაამართლა უგულავა ტელეკომპანია „იმედის“ უკანონოდ დაუფლების ეპიზოდში. გამოძიების მტკიცებით, ტელეკომპანიამ მფლობელი საბიუჯეტო თანხების მითვისებისა და გათეთრების გზით გამოიცვალა. საუბარია 2008 წელს „იმედის“ მაშინდელ მფლობელ ჯოზეფ კეის კომპანიასთან Lakebots Limited შემდგარ გარიგებაზე. 

 სწორედ ამ საქმეში ფიგურირებდა კეზერაშვილი. პროკურატურის მტკიცებით, კეზერაშვილმა მუქარით აიძულა ჯოზეფ კეი 10 მილიონ დოლარად გაეყიდა ტელეკომპანია. ფაქტიური გარიგება კი ჯოზეფ კეის კომპანიასთან უგულავას დავალებით გაფორმდა. 

 გამოძიების ვერსიით, ამის შემდეგ უგულავა მოელაპარაკა კომპანია შპს „ახალი რიყეს“ მფლობელს, რომ მას დაებრუნებინა ქალაქისათვის 2006 წელს 7 მილიონ დოლარად შეძენილი თბილისის ცენტრში მდებარე რიყის პარკის ტერიტორია — ოღონდ უკვე 17 მილიონ დოლარად. აქედან 10 მილიონი ჯოზეფ კეისათვის იყო განკუთვნილი. 

 დავით კეზერაშვილი საქართველოში არ იმყოფება. მისი საქმე სასამართლომ დაუსწრებლად განიხილა. 


ყველა ახალი ამბავი
0