იან კელი: აშშ შინაგან საქმეთა სამინისტროს ახალი რეფორმების განხორციელებაში დაეხმარება

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliშს სამინისტრო
შს სამინისტრო - Sputnik საქართველო
გამოწერა
აშშ-ის მხარდაჭერით საქართველოში საზღვრის დაცვის, საპატრულო პოლიციისა და კრიმინალური პოლიციის მიმართულებით სტრუქტურული რეფორმები განხორციელდება.

თბილისი, 6 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ და საქართველოში აშშ-ის ელჩმა იან კელიმ შეხვედრაზე ქვეყნებს შორის არსებული და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს, იუწყება შსს-ს პრეს-სამსახური.

შეხვედრის მთავარი თემა იყო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში დაგეგმილი რეფორმები.

„საზღვრის დაცვა, საპატრულო პოლიციისა და კრიმინალური პოლიციის სტრუქტურული რეფორმები — ეს ის მიმართულებებია, რომლებშიც ჩვენმა ამერიკელმა კოლეგებმა აღგვითქვეს დახმარება და გამოცდილების გაზიარება. ჩვენ ვგეგმავთ თანამშრომლობის განვითარებას", — განაცხადა გახარიამ. 

საქართველოს შსს-ს შენობა - Sputnik საქართველო
შს და განათლების სამინისტროები დანაშაულის პრევენციის ერთობლივ სამუშაო ჯგუფს შექმნიან

სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც ასევე ესწრებოდნენ საქართველოში აშშ-ის სამართალდამცველ ორგანოებთან ურთიერთობის ბიუროს დირექტორი მაიკლ მაკმენი და ოფიცერი პოლიტიკურ საკითხებში რაიან კოენიგი, ის პროექტები განიხილეს, რომლებსაც საქართველოს შსს საზღვრის მართვის, საერთაშორისო ორგანიზებული დანაშაულის, ტრეფიკინგის, ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის, კიბერდანაშაულის, საზოგადოებაზე ორიენტირებული საპოლიციო საქმიანობის დანერგვის მიმართულებებით აშშ-ის მთავრობის მხარდაჭერით ახორციელებს.

იან კელიმ აღნიშნა, რომ აშშ მომავალშიც გააგრძელებს სამინისტროს მხარდაჭერას სისტემის რეფორმირების პროცესში და მიესალმება დაგეგმილ ინიციატივებს.

„ჩვენი თანამშრომლობა ყოველთვის წარმატებული იყო და იმედს გამოვთქვამთ, რომ ეს თანამშრომლობა კიდევ უფრო გაფართოვდება. ჩვენი ორმხრივი ინტერესია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო ეფექტურად მუშაობდეს… შესაბამისად, მე მზად ვარ განვაგრძო მინისტრთან თანამშრომლობა ამ მიმართულებით", – განაცხადა იან კელიმ.

შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ აშშ-ის სამართალდამცველი უწყებები ქართველ სამართალდამცველებს არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციის კუთხით გამოცდილებას გაუზიარებენ.

შოთა ნოზაძე

ყველა ახალი ამბავი
0