03:48 23 ნოემბერი 2017
პირდაპირი ეთერი
კახა კალაძე

კალაძისეული ცვლილებები: ვინ შეინარჩუნა თანამდებობა თბილისში

© FB / Kakha Kaladze
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
კალაძე - „ოცნების“ მერი (18)
66 0 0

თანამდებობები შეინარჩუნეს ვაკის, ჩუღურეთის, დიდუბისა და ნაძალადევის რაიონების ადმინისტრაციების ხელმძღვანელებმა

თბილისი, 15 ნოემბერი — Sputnik. თბილისის ახალი მერის, კახა კალაძის გადაწყვეტილებით, ქალაქის რაიონების ადმინისტრაციების ხელმძღვანელების უმეტესობა შეიცვალა.

თანამდებობები შეინარჩუნეს შემდეგი რაიონული ადმინისტრაციების ხელმძღვანელებმა: ვაკის — ნოდარ ტურძელაძემ, ჩუღურეთის — ზურაბ ჩიკვილაძემ, დიდუბის —ირმა ზავრადაშვილმა და ნაძალადევის — ირაკლი ხელაძემ.

ბექა მიქაუტაძე, რომელიც მანამდე საბურთალოს რაიონულ ადმინისტრაციას ხელმძღვანელობდა, გლდანში გადავიდა, ხოლო საბურთალოს გაიოზ ვასაძე ჩაუდგება სათავეში.

დანარჩენ რაიონებში ხელმძღვანელებად დაინიშნენ: კრწანისში — ლევან ჯაფარიძე, მთაწმინდაზე — დავით კირკიტაძე, ისანში — კახა ლაბუჩიძე, სამგორში — დავით კერესელიძე.

"ჩემი მხრიდან მომავალ გამგებლებს ექნებათ მაქსიმალური მხარდაჭერა და ყველა წინაპირობა საქმის კეთებისთვის. თუმცა, აქვე უნდა განვაცხადო, ამავდროულად, ვიქნები ძალიან მომთხოვნი თითოეული მათგანისადმი და არ დავუშვებ ჩვენი მოქალაქეებისა და ქალაქის პრობლემებისადმი გულგრილ დამოკიდებულებას", — განაცხადა კალაძემ.

 

თემები:
კალაძე - „ოცნების“ მერი (18)

მთავარი თემები