ვაშჩიკოვსკი: ევროკავშირს საქართველოს მიღება ჯერ არ შეუძლია

© FB / Ministry of Foreign Affairs of Georgiaვიტოლდ ვაშჩიკოვსკი, მიხეილ ჯნელიძე და მარგოტ ვალსტრემი
ვიტოლდ ვაშჩიკოვსკი, მიხეილ ჯნელიძე და მარგოტ ვალსტრემი - Sputnik საქართველო
გამოწერა
პოლონეთისა და შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრები „აღმოსავლეთ პარტნიორობის" სამიტის წინ საქართველოში შეხვედრებს მართავენ

თბილისი, 14 ნოემბერი — Sputnik. პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვიტოლდ ვაშჩიკოვსკიმ განმარტა, თუ რატომ არ შეუძლიათ ჯერჯერობით ევროკავშირში საქართველოს მიღება.

„აღმოსავლეთ პარტნიორობის" სამიტამდე ათი დღით ადრე (სამიტი 24 ნოემბერს ბრიუსელში გაიმართება) საქართველოში ჩამოვიდნენ შვედეთის სამეფოსა და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრები, მარგოტ ვალსტრომი და ვიტოლდ ვაშჩიკოვსი,. პირველი შეხვედრა მათ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ მიხეილ ჯანელიძესთან გამართეს, რის შემდეგ მხარეებმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს.

„ველოდებით „აღმოსავლეთ პარტნიორობის" სამიტს და გვინდა, რომ მასში მონაწილეობა ევროკავშირის ყველა ლიდერმა მაღალ პოლიტიკურ დონეზე მიიღოს. მიგვაჩნია, რომ ამ ინსტრუმენტს უზარმაზარი ყურადღება სჭირდება. სამიტის ფარგლებში ჩვენ მივიღებთ ახალ დეკლარაციებს, ახალ კომუნიკეებს და იმედი გვაქვს, რომ ისინი დააკმაყოფილებს საქართველოს და მოგეწონებათ. ჩვენ გთავაზობთ ევროკავშირთან კიდევ უფრო დაახლოების პერსპექტივებს. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ევროკავშირის წევრობას, მაგრამ ევროკავშირში მძიმე ვითარების გამო ამჟამად ეს ჯერჯერობით შეუძლებელია", — განაცხადა ვაშჩიკოვსკიმ.

საქართველოს პასპორტი - Sputnik საქართველო
ჯანელიძე: ჩვენი მოქალაქეები ევროკავშირთან უვიზო რეჟიმით სარგებლობას გააგრძელებენ

ჯანელიძემ ისაუბრა იმ ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების ვიზიტის მნიშვნელობაზე, რომლებიც „აღმოსავლეთ პარტნიორობის" ინიციატორები არიან.

„საქართველო „აღმოსავლეთ პარტნიორობის" სამიტს ხვდება კარგ ფორმაში, ეს შეფასებულია არა მხოლოდ საქართველოს, არამედ ევროკავშირის მხრიდან. საქართველომ სერიოზულ პროგრესს მიაღწია ყველა ევროპული რეფორმის თვალსაზრისით. ეს არის სწორედ ის, რაც სჭირდება ჩვენს ქვეყანას, ის, რაც სჭირდება თითოეულ ჩვენს მოქალაქეს. ეს არის ის, რაც აძლიერებს ჩვენს სახელმწიფოს, ჩვენს სახელმწიფო ინსტიტუტებს და, რა თქმა უნდა, გვაახლოებს საბოლოო მიზანთან — გავხდეთ ევროკავშირისა და ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი", — განაცხადა ჯანელიძემ.

მინისტრმა აღნიშნა საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე მიღწეული წარმატებები.

„აღმოსავლეთ პარტნიორობის ფორმატში საქართველომ დიდ წარმატებას მიაღწია. დღეს საქართვლო არის ევროკავშირის ასოცირებული პარტნიორი, ინტეგრირებული ევროკავშირის შიდა ბაზართან თავისუფალი სავაჭრო შეთანხმებით, რომლის იმპლემენტაციის შედეგად ევროკავშირი გახდა საქართველოს ნომერ პირველი სავაჭრო პარტნიორი", — აღნიშნა ჯანელიძემ.

შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მარგოტ ვალსტრემმა საქართველოს დემოკრატიულ რეფორმებს მხარდაჭერა გამოუცხადა.

„საქართველო, როგორც „აღმოსავლეთ პარტნიორობის" პროგრესული წევრი, სამაგალითოა რეგიონში დემოკრატიული რეფორმებისა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის თვალსაზრისით. ჩვენ განვიხილეთ "აღმოსავლეთ პარტნიორობის" მომავალი სამიტი და ჩვენი მომავალი ურთიერთობები. მინდა ვთქვა, რომ შვედეთი კვლავაც მტკიცედ დაუჭერს მხარს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე", — განაცხადა ვალსტრემმა.

მოგვიანებით შვედეთისა და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოს პრემიერ-მინისტრს გიორგი კვირიკაშვილს შეხვდნენ.

© FB / Giorgi Kvirikashviliვიტოლდ ვაშჩიკოვსი, მარგოტ ვალსტრომი და გიორგი კვირიკაშვილი
Главы МИД Польши и Швеции Витольд Ващиковский и Маргот Вальстрем и премьер Грузии Георгий Квирикашивли - Sputnik საქართველო
ვიტოლდ ვაშჩიკოვსი, მარგოტ ვალსტრომი და გიორგი კვირიკაშვილი

კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ მოხარულია საქართველოში „აღმოსავლეთ პარტნიორობის" ინიციატორებისა და დამფუძნებლები მიიღოს, სწორედ სამიტის წინ, რაც მათი მხრიდან ქვეყნის მტკიცე მხარდაჭერაზე მეტყველებს. შეხვედრისას ვაშჩიკოვსკიმ, ვალსტრემმა და კვირიკაშვილმა განიხილეს თანამშრომლობის საკითხები როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში, ასევე კიდევ ერთხელ აღნიშნეს ქვეყნის წარმატებები ევროპული ინტეგრაციის გზაზე.

ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შვედეთისა და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრები საქართველოს ხელისუფლების, ასევე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან.

ფედერიკა მოგერინი - Sputnik საქართველო
ევროკავშირი „აღმოსავლეთ პარტნიორებს" 2020 წლამდე 20 წინადადებას შესთავაზებს

დიპლომატიური ურთიერთობები საქართველოსა და პოლონეთს შორის 1992 წლის 28 აპრილს დამყარდა. ამ დროის განმავლობაში ქვეყნებმა გააფორმეს 15-ზე მეტი საერთაშორისო შეთანხმება, რომლებიც არეგულირებენ ქვეყნების თანამშრომლობას თავდაცვის, ეკონომიკის, ტურიზმის, რეგიონული განვითარების, კულტურის, განათლების, ჯანდაცვისა და სხვა სფეროებში.

საქართველოს პირველი დიპლომატიური წარმომადგენლობა შვედეთში 1918 წლის 19 ოქტომბერს გაიხსნა. დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 19 სექტემბერს აღდგა. წელს ამ თარიღის იუბილე აღინიშნა.

პროექტი „აღმოსავლეთის პარტნიორობა" ევროკავშირისა და ექვსი ქვეყნის – აზერბაიჯანის, სომხეთის, ბელარუსის, საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის პოლიტიკური და ეკონომიკური ინტეგრაციისკენ არის მიმართული. ბოლო სამმა ქვეყანამ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას 2014 წელს მოაწერა ხელი.

 

ყველა ახალი ამბავი
0