პრემიერს კალაძის იმედი აქვს - 12 ნოემბერს თბილისს ახალი მერი ეყოლება

© Sputnik / Alexander Imedashviliგიორგი კვირიკაშვილი და კახა კალაძე შვილებით „ქართული ოცნების“ მომხრეებთან შეხვედრაზე
გიორგი კვირიკაშვილი და კახა კალაძე შვილებით „ქართული ოცნების“ მომხრეებთან შეხვედრაზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
კახა კალაძემ ისაუბრა იმის შესახებ, რას გააკეთებს მერის პოსტზე პირველ რიგში

თბილისი, 11 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ დარწმუნებულია, რომ თბილისის მერის პოსტზე კახა კალაძის მუშაობა დედაქალაქისთვის მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება.

კალაძე თბილისის მერის თანამდებობას 12 ნოემბერს დაიკავებს. ენერგეტიკის ექს-მინისტრმა და ყოფილმა ფეხბურთელმა პირველივე ტურში და დიდი სხვაობით გაიმარჯვა არჩევნებზე, რომლებიც 21 ოქტომბერს გაიმართა.

„ცხოვრება წინ მიდის და, რა თქმა უნდა, ყველანი ველოდებით სრულიად საფუძვლიანად, რომ კახი კალაძის მერობა იქნება მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი ჩვენი თბილისისთვის და ეს ასეც იქნება. რა თქმა უნდა, კახის წარმატება ყველაზე მეტად, დარწმუნებული ვარ, დავითს გაუხარდება, იმიტომ რომ ის არის კარგი ადამიანი. დავით ნარმანია დარჩება ჩვენი გუნდის წევრად და განიხილება სხვადასხვა ვარიანტი", — განაცხადა კვირიკაშვილმა ნარმანიას ანგარიშის პრეზენტაციაზე.

თანამდებობის დაკავება კალაძეს თავად ნარმანიამაც მიულოცა. მისი თქმით, კალაძეს მუშაობისთვის დიდი პოტენციალი გააჩნია.

CT Park - Sputnik საქართველო
კალაძეს მერიის ბიუჯეტიდან „C.Т. პარკისთვის“ 25 მლნ ლარის გადახდა არ სურს

„კახა კალაძეს მნიშვნელოვანი ნდობა, საარჩევნო პროგრამა და ძალიან მდიდარი გამოცდილება აქვს. ასევე, აქვს პოტენციალი იმისათვის, რომ დაწყებული პროექტები გააგრძელოს და ძალიან მნიშვნელოვანი ახალი პროექტებიც განახორციელოს. მინდა მას ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო და წარმატება ვუსურვო", — განაცხადა ნარმანიამ თავისი გამოსვლის ბოლოს.

ახლადარჩეულმა მერმა უკვე მონიშნა რამდენიმე პრობლემა, რომელიც დაუყოვნებლივ გადაჭრას მოითხოვს — ეს არის ქაოტური განაშენიანება, არაკომფორტული საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ჭუჭყიანი მიწისქვეშა გადასასვლელები და „C.Т. პარკის" არაკეთლსინდისიერი მუშაობა.

საქართველოში 21 ოქტომბერს 64 ქალაქისა და რაიონის მერების და საკრებულოს დეპუტატების არჩევნები გაიმართა. უმეტეს შემთხვევაში არჩევნები მმართველი პარტიის კანდიდატების გამარჯვებით დასრულდა.

მეორე ტური ჩატარდება ქუთაისში, მარტვილში, ბორჯომში, ოზურგეთში, ხაშურსა და ყაზბეგში.

ყველა ახალი ამბავი
0