საქართველოში კაზინოს კარი თამაშზე დამოკიდებული პირებისთვის დაიკეტება

© Pixabay / PIRO4Dკაზინო
კაზინო - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს ხელისუფლებამ ქვეყანაში აზარტული თამაშების შესახებ კანონმდებლობის გამკაცრება გადაწყვიტა.

თბილისი, 1 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ პარლამენტში წარადგინა კანონპროექტების პაკეტი, რომლის თანახმად, აზარტული თამაშებისთვის განკუთვნილ დაწესებულებებში შესვლა აეკრძალებათ 21 წლამდე ასაკის საქართველოს და 18 წლამდე ასაკის უცხოეთის მოქალაქეებს.

აღნიშნული ნორმის დარღვევის შემთხვევაში სათამაშო დაწესებულებას 5 ათასი ლარის ოდენობით ჯარიმის გადახდა დაეკისრება, ხოლო განმეორებითი დარღვევის შემთხვევაში — 10 ათასი ლარით დაჯარიმდება. შესაბამისი ცვლილებების შეტანა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში იგეგმება.

კაზინო - Sputnik საქართველო
აფბა ონლაინ-კაზინოს მოთამაშეთა მონაცემთა ბაზის შექმნის წინადადებით გამოდის

აღნიშნულ კოდექსში ასევე გაჩნდება ნორმა კომპიუტერულ სისტემურ თამაშებში იმ პირის მონაწილეობის აკრძალვის შესახებ, რომელიც მოთამაშეთა ერთიან რეესტრში არ არის დარეგისტრირებული. ამ წესის იგნორირება ითვალისწინებს იმავე ოდენობის ჯარიმას, როგორც წინა დარღვევის შემთხვევაში.

კომპიუტერულ სისტემურ თამაშებში მოიაზრება ტელეფონით, ინტერნეტით ან სათამაშო აპარატებით თამაშები, მათ შორის, კაზინო და ტოტალიზატორები.

კანონპროექტის თანახმად, საქართველოში თამაშზე დამოკიდებულ პირთა სია შეიქმნება, რომელშიც ის პირები მოხვდებიან, რომლებიც პირადი ინიციატივით შესაბამისი თხოვნით ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს მიმართავენ, ან სიაში მათ სასამართლოს გადაწყვეტილებით შეიყვანენ. სიაში პირის შეყვანა მოხდება 3 წლის ვადით.

ყველა სათამაშო დაწესებულება ვალდებული იქნება შენობაში შესვლის ნებისმიერი მსურველი თამაშზე დამოკიდებულ პირთა სიაში გადაამოწმოს. აღნიშნული მოთხოვნის დარღვევა ითვალისწინებს ჯარიმას იმავე ოდენობით, როგორც ზემოაღნიშნულ შემთხვევებში.

„ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ" კანონში შეტანილი ცვლილებების თანახმად, დამოკიდებულად ჩაითვლება პირი, რომელსაც აქვს აზარტულ თამაშებში მონაწილეობის დაუძლეველი სურვილი და რომელიც დამოკიდებულ პირთა სიაშია შეყვანილი, მიუხედავად მისი თამაშის შედეგისა.

ყველა ახალი ამბავი
0