დამატებითი ერთი ქულა საქართველოსთვის – პრემიერი არჩევნების მაღალი დონით კმაყოფილია

© FB / Giorgi Kvirikashviliგიორგი კვირიკაშვილი
გიორგი კვირიკაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს მთავრობის მეთაური კმაყოფილია იმით, თუ როგორ გააშუქა მასმედიამ არჩევნები.

თბილისი, 27 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მაღალი შეფასება მისცა ქვეყანაში ჩატარებულ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს და პროცესში ჩართულ ყველა მხარეს მადლობა გადაუხადა.

გასულ შაბათს გამართულ არჩევნებზე საქართველოს მოქალაქეებმა 64 ქალაქისა და რაიონის მერები და დეპუტატები აირჩიეს. გამარჯვება, ძირითადად, მმართველმა პარტიამ „ქართული ოცნება — დემოკრატიულმა საქართველომ" მოიპოვა.

„მინდა ყველას მოგილოცოთ 21 ოქტომბერს ჩატარებული ადგილობრივი თვითმმართველობის ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნები. ვფიქრობთ, ეს არის დიდი წარმატება ჩვენი ქვეყნისთვის და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი ქართული დემოკრატიის განვითარების კუთხით. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არჩევნები ჩატარდა მშვიდობიან გარემოში, გამჭვირვალედ, ყველა საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლის მიერ შეფასდა, როგორც თავისუფალი და დემოკრატიული", — განაცხადა კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე. 

„საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერები მსვლელობაზე თბილისში - Sputnik საქართველო
„პატრიოტებმა“ ენმ-ის ბოიკოტს მხარი არ დაუჭირეს: წინ მეორე ტურია

პრემიერმა მადლობა გადაუხადა მმართველი პარტიის მომხრეებსა და ყველას, ვინც წვლილი შეიტანა არჩევნების მაღალ დონეზე ჩატარებაში. მან ასევე მადლობა გადაუხადა საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებს, ადგილობრივ დამკვირვებლებს, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მასმედიას არჩევნების შესაბამისად გაშუქებისთვის.

„ვფიქრობ, ყველამ დაინახა განსხვავება — თითოეული ახალი არჩევნები ჩვენ ქვეყანაში არის ნამდვილად კიდევ უფრო გამჭვირვალე, კიდევ უფრო დემოკრატიული. ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა გუნდმა ჩაატარა მომავალზე, პროგრამაზე ორიენტირებული წინასაარჩევნო კამპანია და, საერთოდ, ამ არჩევნების პროცესში გაცილებით უფრო ნაკლები იყო სიძულვილის ენა, რაც, ვფიქრობთ, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის მომავალი განვითარებისთვის", — აღნიშნა კვირიკაშვილმა.

საქართველოს მთავრობის მეთაურმა იმედი გამოთქვა, რომ ასეთ დონეზე ჩატარებული არჩევნები სათანადოდ შეფასდება ქვეყნის მეგობრებისა და საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან და „ეს იქნება ძალიან დიდი ქულა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში".

ადგილობრივი თვითმმართველი ორგანოების არჩევნებს 20 ათასი ადგილობრივი და 600 საერთაშორისო დამკვირვებელი აკვირდებოდა. ცესკომ ასევე დაარეგისტრირა 74 ადგილობრივი და საერთაშორისო საინფორმაციო საშუალება, რომლებიც ადგილობრივ არჩევნებს აშუქებდნენ.

ყველა ახალი ამბავი
0