08:19 23 ოქტომბერი 2017
პირდაპირი ეთერი
ცარიელი ადგილები პარლამენტის სხდომათა დარბაზში პრეზიდენტის გამოსვლის შემდეგ

საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტის რიგგარეშე სხდომა დანიშნა

© Sputnik / Alexander Imedashvili
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
საკონსტიტუციო რეფორმა (76)
18 0 0

პარლამენტის სხდომაზე დეპუტატები საკონსტიტუციო ცვლილებებს განიხილავენ

თბილისი, 11 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საკონსტიტუციო ცვლილებების განსახილველად პარლამენტის რიგგარეშე პლენარული სხდომა პარასევს, 13 ოქტომბერს მოიწვია, ნათქვამია პრეზიდენტის პრესსამსახურის განცხადებაში.

ორშაბათს მარგველაშვილმა ვეტოს უფლებით ისარგებლა და საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი საკუთარი შენიშვნებით პარლამენტს დაუბრუნა.

საპარლამენტო უმრავლესობა პრეზიდენტის შენიშვნების გათვალისწინებას არ აპირებს და ვეტოს დაძლევისთვის ემზადება.

მმართველ ძალას საკმარისი ბერკეტები გააჩნია იმისათვის, რომ პრეზიდენტის ვეტო დაძლიოს და საკონსტიტუციო ცვლილებები საბოლოოდ დაამტკიცოს.

თუ პარლამენტი მარგველაშვილის ვეტოს დაძლევას შეძლებს, დოკუმენტი მას ხელმოსაწერად გადაეგზავნება. ამ ეტაპზე ხელმოწერაზე პრეზიდენტის უარის თქმა უკვე პრობლემას არ წარმოადგენს — კანონის თანახმად, ამის გაკეთება პარლამენტის თავმჯდომარეს შეუძლია და განახლებული კონსტიტუცია ძალაში შევა.

რიგგარეშე პლენარული სხდომის მოწვევა გახდა საჭირო იმ რეგულაციების გამო, რომელთა თანახმად საქართველოს პარლამენტი მუშაობას არჩევნებამდე ერთი თვით ადრე წყვეტს — 21 ოქტომბერს საქართველოში ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოების არჩევნები გაიმართება.


თემები:
საკონსტიტუციო რეფორმა (76)

მთავარი თემები