ევროკავშირის 28 ქვეყნის ელჩები საქართველოს რეფორმებს ეცნობიან

© FB / MFA of Georgiaევროკავშირის ქვეყნების ელჩები და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე
ევროკავშირის ქვეყნების ელჩები და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ევროკავშირის 28 ქვეყნის ელჩებმა საქართველოს, როგორც რეგიონში მნიშვნელოვან პარტნიორს, მხარდაჭერა გამოუცხადეს

თბილისი, 6 ოქტომბერი — Sputnik. ევროკავშირის 28 ქვეყნის ელჩები, პოლიტიკური და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის კომიტეტის წევრები საქართველოში შეხვედრებს მართავენ, რათა პირადად გაეცნონ ქვეყანაში მიმდინარე რეფორმებს და უსაფრთხოების კუთხით არსებულ ვითარებას, აღნიშნულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

ევროპელი ელჩები და ევროკავშირის საბჭოს პოლიტიკური და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე უოლტერ სტივენსი გუშინ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრ მიხეილ ჯანელიძეს შეხვდნენ.

"საქართველო არის ჩვენი უმნიშვნელოვანესი პარტნიორი რეგიონში. მსურს აღვნიშნო ის უზარმაზარი ძალისხმევა, რაც საქართველომ გასწია რეფორმების განხორციელების კუთხით ყველა მიმართულებით, მათ შორის ასოცირების ხელშეკრულების იმპლემენტაციის პროცესში", — განაცხადა სტივენსმა.

ევროკავშირისა და საქართველოს დროშები - Sputnik საქართველო
საქართველო, მოლდოვა და უკრაინა ევროკავშირში წევრობის პერსპექტივების აღიარებას ითხოვს

მან აღნიშნა, რომ მოხარულია საქართველოსთვის ევროკავშირის მიერ უვიზო რეჟიმის დაწესების. ეს გარკვეული რეფორმების გატარებას მოითხოვდა და საქართველოს ეს გზა წარმატებით გაიარა.

ევროკავშირის წარმომადგენლები ვიზიტის ფარგლებში შეხვდებიან საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს, სახელმწიფო მინისტრს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, თავდაცვის მინისტრსა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს.

ამას გარდა, ისინი მოინახულებენ ევროკავშირის მონიტორინგის მისიის (EUMM) საველე ოფისსა და ადმინისტრაციულ საზღვარს საქართველოს ხელისუფლების მიერ არაკონტროლირებად ტერიტორიებთან.

"კიდევ ერთხელ მსურს აღვნიშნო, რომ საქართველოს გვერდით დგომა ძალიან მნიშვნელოვანია, მისი ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დაცვა, სწორედ ამას ვაპირებთ ხვალ, როცა მოვინახულებთ ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზს, იმისთვის რომ ჩვენი თვალით ვიხილოთ პრობლემები", — განაცხადა სტივენსმა.

ჯანელიძემ, თავის მხრივ, აღნიშნა, რომ საქართველოს ევროპული ტრანსფორმაცია და წარმატებული რეფორმები რეგიონისთვის ძალზე მნიშვნელოვანია.

"ჩვენ დღეს კიდევ ერთხელ მივიღეთ სრული მხარდაჭერა და დადასტურება, რომ საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობა ყველა მიმართულებით, პოლიტიკური, ეკონომიკური, უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის კუთხით გაგრძელდება აქტიურად და გაღრმავდება", — აღნიშნა მიხეილ ჯანელიძემ.

პოლიტიკური და უსაფრთხოების კომიტეტი (PSC) მუდმივმოქმედი ორგანოა, რომელიც, ევროპის კავშირის შესახებ შეთანხმების თანახმად, პასუხისმგებელია ზოგად საგარეო პოლიტიკასა და უსაფრთხოების პოლიტიკაზე.

 

ყველა ახალი ამბავი
0