05:37 25 ნოემბერი 2017
პირდაპირი ეთერი
მიხეილ სააკაშვილი

მასმედია სააკაშვილს ეძებს

© REUTERS/ Gleb Garanich
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
მიხეილ სააკაშვილი (68)
85 0 0

საქართველოს ექს-პრეზიდენტის, ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის პარტიაში ისაუბრეს, თუ რომელი ქალაქიდან დაიწყება მისი "ტურნე" უკრაინაში.

თბილისი, 13 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ლვოვში ღამით სასტუმრო "ლეოპოლისიდან" გამოვიდა და გაურკვეველი მიმართულებით გაემგზავრა. მის პარტიაში Рух новых сил განაცხადეს, რომ ის ტურს უკრაინაში ჩერნოვციდან იწყებს, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости-Украина.

მანამდე სააკაშვილმა განაცხადა, რომ ოთხშაბათს დატოვებს ლვოვს და უკრაინას შემოივლის თანამოაზრეების გასაერთიანებლად. "გეგმავს (ტურის დაწყებას) ჩერნოვციდან", — განაცხადეს პარტიის პრეს-სამსახურში.

სად არის სააკაშვილი ამჟამად, პარტიაში არ დაუზუსტებიათ.

გასულ კვირას მომხრეების მხარდაჭერით სააკაშვილმა მესაზღვრეებისა და სამართალდამცველების კორდონის გარღვევა და პოლონეთიდან უკრაინის ტერიტორიაზე  მოხვედრა შეძლო. მის წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის ოთხი საქმე, მათ შორის პირთა ჯგუფის მიერ საზღვრის უკანონო გადაკვეთის ორგანიზებისა და სამართალდამცველებისთვის წინააღმდეგობის გაწევის მუხლებით.

სამშაბათს უკრაინელმა მესაზღვრეებმა მიხეილ სააკაშვილის ადვოკატს გადასცეს ოქმი უკრაინის საზღვრის უკანონო გადაკვეთის შესახებ. ექს-პრეზიდენტმა განაცხადა, რომ კანონი არ დაურღვევია.

მომავალ გეგმებზე საუბრისას სააკაშვილმა ასევე განაცხადა, რომ აპირებს უკრაინის სხვადასხვა ქალაქში ჩასვლას, გასაუბრებას მოსახლეობასთან და მათი პრობლემების დაფიქსირებას, რათა ამ ინფორმაციით შემდეგ კიევში გაემგზავროს. მან პირობა დადო, რომ ქვეყანაში ხელისუფლების ლეგალური შეცვლის მექანიზმს შექმნის.

თემები:
მიხეილ სააკაშვილი (68)

მთავარი თემები