საქართველოს პრეზიდენტს ეკონომიკური ფორუმის სპეციალური ჯილდო გადაეცა

© FB / Giorgi Margvelashviliგიორგი მარგველაშვილი პოლონეთში
გიორგი მარგველაშვილი პოლონეთში - Sputnik საქართველო
გამოწერა
გიორგი მარგველაშვილმა სტუმრებს სიტყვით მიმართა და პოლონელ ხალხს საქართველოს ერთგულებისა და მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა.

თბილისი, 6 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პოლონეთში ქალაქ კრინიცა-ზდრუიში 27-ე ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა, ნათქვამია პრეზიდენტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

ეკონომიკური ფორუმი საკურორტო ქალაქ კრინიცა-ზდრუიში სამშაბათს გაიხსნა და სამ დღეს გაგრძელდება. პირველ პლენარულ სესიაში მონაწილეობა მიიღეს სახელმწიფოს მეთაურებმა, სხვადასხვა ქვეყნის სამთავრობო და საპარლამენტო დელეგაციებისა და ბიზნეს-სექტორის წარმომადგენლებმა. ფორუმის ფარგლებში, კონფერენციის მონაწილე მაღალი რანგის სტუმრებისათვის გალა-დაჯილდოების ცერემონია გაიმართა, რომელზეც საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს ეკონომიკური ფორუმის სპეციალური ჯილდო უკრაინის ექს-პრეზიდენტმა ვიქტორ იუშენკომ გადასცა.

გიორგი მარგველაშვილი - Sputnik საქართველო
საქართველოს პრეზიდენტი პოლონეთში ეკონომიკურ ფორუმში მიიღებს მონაწილეობას

საქართველოს პრეზიდენტმა ფორუმის მონაწილე სხვადასხვა სახელმწიფოთა მეთაურებს, ადგილობრივი თვითმმართველობისა და ბიზნესის წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა ჯილდოსათვის.

"ჩემთვის დიდი პატივია ფორუმის სპეციალური პრიზის მიღება. გულწრფელ მადლობას ვუხდი ორგანიზატორებს ესოდენ დიდი დაფასებისათვის'', — აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

პრეზიდენტმა ისაუბრა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესის მნიშვნელობის შესახებ და განაცხადა, რომ საქართველო აუცილებლად მიაღწევს დასახულ მიზანს.

© FB / Giorgi Margvelashviliსაქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პოლონეთში იმყოფება
Президент Грузии Георгий Маргвелашвили в Польше  - Sputnik საქართველო
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პოლონეთში იმყოფება

ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გაიმართა,,ქართული საღამო'', სადაც საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პოლონეთში საქართველოს ელჩ ილია დარჩიაშვილთან ერთად ქალაქ კრინიცაში ეკონომიკური ფორუმის მონაწილეებს უმასპინძლა.

"ქართულ საღამოზე" ქართული პროდუქცია გამოიფინა, მათ შორის, ქართული ღვინო და ქართული ტრადიციული ტკბილეული. "ქართულ საღამოზე" ასევე გამოიფინა "ვეფხისტყაოსნის" პოლონური თარგმანის ახალი გამოცემა.

გიორგი მარგველაშვილმა სტუმრებს სიტყვით მიმართა და პოლონელ ხალხს საქართველოს ერთგულებისა და მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა.

კრინიცას ეკონომიკური ფორუმის კონგრესცენტრში, სადაც მთავარი, საპრეზიდენტო პანელი მიმდინარეობდა, საქართველოს საელჩოს ორგანიზებით ქართული ანბანის გამოფენა მოეწყო, რომლის დათვალიერებისა და გაცნობის შესაძლებლობა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის 3500-მდე დელეგატს მიეცა.

 

ყველა ახალი ამბავი
0