საქართველოს პრეზიდენტი პოლონეთში ეკონომიკურ ფორუმში მიიღებს მონაწილეობას

© FB / Giorgi Margvelashviliგიორგი მარგველაშვილი
გიორგი მარგველაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გიორგი მარგველაშვილი ეკონომიკური ფორუმის პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოვა

თბილისი, 5 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პოლონეთში 27-ე ეკონომიკური ფორუმის მუშაობაში მიიღებს მონაწილეობას, აღნიშნულია სახელმწიფოს მეთაურის ადმინისტრაციის პრეს-სამსახურის განცხადებაში.

ღონისძიება 5-7 სექტემბერს საკურორტო ქალაქ კრინიცა-ზდრუიში გაიმართება. პირველი პლენარული სესია, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ სახელმწიფოს მეთაურები, სხვადასხვა ქვეყნის სამთავრობო და საპარლამენტო დელეგაციებისა და ბიზნეს-სექტორის წარმომადგენლები, 5 სექტემბერს ჩატარდება.

დამსვენებლები სარფში - Sputnik საქართველო
ქართულ ეკონომიკაში სტაბილური ზრდა დაფიქსირდა

"გიორგი მარგველაშვილი ეკონომიკური ფორუმის პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოვა და ევროკავშირსა და საქართველოს შორის პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებასა და ურთიერთობის მნიშვნელობაზე, ევროკავშირის წინაშე არსებულ გამოწვევებზე და მისი გაფართოების მნიშვნელობაზე გაამახვილებს ყურადღებას", — ნათქვამია განცხადებაში.

ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას მარგველაშვილი ასევე ისაუბრებს ქართულ-პოლონურ პარტნიორობასა და უმაღლესი დონის ვიზიტების გააქტიურებით თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოყენებაზე.

პრეზიდენტი მონაწილეობას მიიღებს ფორუმის ფარგლებში გამართულ არაფორმალურ დისკუსიაში. ამას გარდა, ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში მარგველაშვილი ორმხრივ შეხვედრას გამართავს პოლონეთის პრეზიდენტ ანჯეი დუდასთან.

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პოლონეთში საქართველოს ელჩ ილია დარჩიაშვილთან ერთად კრინიცაში ქართულ საღამოზე ფორუმის მონაწილეებს უმასპინძლებს, რომელზეც ქართული პროდუქცია გამოიფინება, მათ შორის ქართული ღვინო და ქართული ტრაციციული ტკბილეული. ქართულ საღამოზე ასევე გამოიფინება,,ვეფხისტყაოსნის'' პოლონური თარგმანის ახალი გამოცემა.

 

ყველა ახალი ამბავი
0