თბილისი, 23 აგვისტო — Sputnik. გურიის გუბერნატორად მერაბ ჭანუყვაძე დაინიშნა — ის თავისი მოვალეობის შესრულებას 23 აგვისტოს შეუდგა, განუცხადეს "Sputnik-საქართველოს" გუბერნატორის ადმინისტრაციის პრეს-სამსახურში.
ჭანუყვაძემ გია სალუქვაძე შეცვალა, რომელიც 10 აგვისტოს გადადგა.
მერაბ ჭანუყვაძე დაიბადა 1982 წლის 17 ნოემბერს ოზურგეთის რაიონის სოფელ შემოქმედში. 2000-2004 წლებში ის სწავლობდა საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის აკადემიაში პედაგოგიკის ფაკულტეტზე.
2007-2011 წლებში იყო კომპანია GT MOTORS-ის ერთ-ერთი დეპარტამენტის დირექტორი.
2013-2014 წლებში ჭანუყვაძე იყო გურიის გუბერნატორის პირველი მოადგილე, 2014 წლის აგვისტოდან — ოზურგეთის რაიონული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი.