NDI-ს დელეგაცია საქართველოში წინასაარჩევნო გარემოს მონიტორინგს შეუდგა

გამოწერა
NDI-ს დამკვირვებელთა მისია შეხვედრებს გამართავს ცესკოს, მთავრობისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, ასევე პოლიტიკური პარტიების ლიდერებთან და კანდიდატებთან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში.

თბილისი, 17 ივლისი — Sputnik. აშშ-ის ეროვნული დემოკრატიის ინსტიტუტის (NDI) დელეგაცია საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში არჩევნების წინ თბილისში წინასაარჩევნო გარემოს მონიტორინგისთვის ჩამოვიდა.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2017 წლის ოქტომბერში გაიმართება. მოსახლეობა აირჩევს მერებს, რაიონული ადმინისტრაციების ხელმძღვანელებსა და საკრებულოს დეპუტატებს.

პანორამა თბილისი - ძველი ქალაქი - Sputnik საქართველო
ფიქრები ქალაქის მერის არჩევნებამდე, ანუ მე მინდა ცნობა, რომ თქვენ გინდათ ცნობა

NDI-ს საერთაშორისო ექვსკაციანი დელეგაციის ვიზიტის მიზანია საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერის დემონსტრირება საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული პროცესების მიმართ, ასევე ამომრჩევლის ნდობის გამტკიცება საარჩევნო პროცესების მიმართ.

17-21 ივლისს მისიის წევრები შეხვედრებს გამართავენ ხელისუფლების, ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო), არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, კანდიდატებთან, პოლიტიკური პარტიების ლიდერებთან.

"NDI-ს საერთაშორისო სადამკვირვებლო მისია საქმიანობას განახორციელებს პროფესიულად, საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობაში და არჩევნების დაკვირვების საერთაშორისო პრინციპების საფუძველზე", — აღნიშნული ორგანიზაციის განცხადებაში.

უცხოელი სტუმრები საქართველოში წინასაარჩევნო გარემოს წინასწარ შეფასებას 21 ივლისს წარმოადგენენ. მანამდე დელეგაციის წევრები ჟურნალისტებთან კომენტარებისგან თავს შეიკავებენ.

NDI-ს მონიტორინგის მისიას აფინანსებს დემოკრატიის მხარდაჭერის ეროვნული ფონდი (National Endowment for Democracy, NED) და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID).

ყველა ახალი ამბავი
0