21:02 14 დეკემბერი 2017
პირდაპირი ეთერი
ირაკლი კობახიძე

საქართველოს ხელისუფლება ვენეციის კომისიის შენიშვნებს გაითვალისწინებს

© Sputnik / Alexander Imedashvili
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
1411

საქართველოში კონსტიტუციის რეფორმა ტარდება, ქვეყნის ხელისუფლებამ რეკომენდაციებისთვის ევროპის საბჭოსთან არსებულ საკონსტიტუციო სამართლის საკონსულტაციო ორგანოს მიმართა.

თბილისი, 19 ივნისი — Sputnik. საქართველოს ხელისუფლებამ თხოვნით მიმართა ვენეციის კომისიას – კონსტიტუციის პროექტზე საბოლოო დასკვნა მიმდინარე წლის ოქტომბერში წარმოადგინოს, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე.

ვენეციის კომისია, ანუ ევროპული კომისია სამართლის მეშვეობით დემოკრატიის დასაცავად — ევროპის საბჭოსთან არსებული საკონსტიტუციო სამართლის საკონსულტაციო ორგანოა, რომელიც ქვეყნების კანონმდებლობას აფასებს ევროპული სამართლის თვალსაზრისით.

გასულ კვირაში ვენეციის კომისიის პლენარული სხდომა ჩატარდა, სადაც კობახიძემ წარადგინა საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი, რომელიც მმართველი პარტიის „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოს" მიერ არის შემუშავებული.

 

პლენარულ სხდომაზე კიდევ ერთხელ გამოვთქვით მზადყოფნა, სრულად გავითვალისწინოთ ვენეციის კომისიის ყველა რეკომენდაცია. ამ რეკომენდაციების გათვალისწინების საფუძველზე ჩვენი კონსტიტუციის განხილვები გაგრძელდება ახლა უკვე საქართველოს პარლამენტში. გარდა ამისა, ვთხოვეთ ვენეციის კომისიას, რომ ოქტომბრის თვეში წარმოადგინოს უკვე საბოლოო დასკვნა საკონსტიტუციო რეფორმასთან დაკავშირებით, მას შემდეგ, რაც ეს დოკუმენტი ორი მოსმენით იქნება მიღებული საქართველოს პარლამენტის მიერ", — განაცხადა კობახიძემ.

 

ამასთან, პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ვენეციის კომისიამ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი დადებითად შეაფასა.

წინასწარი მონაცემებით, ვენეციის კომისიის შენიშვნები ეხება სასამართლო სისტემას და საპარლამენტო არჩევნების პრინციპებს.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა ვენეციის კომისიის დასკვნებს ფართოდ იყენებს ქვეყნებში დემოკრატიული პროცესების ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობის შესაფასებლად.

მთავარი თემები