საქართველოს პრეზიდენტი ყაზახეთში ვიზიტით კმაყოფილია

© FB / Giorgi Margvelashvili https://www.facebook.com/PresidentMargvelashvili/photos/rpp.197876463713968/771104953057780/?type=3&theaterსაქართველოს პრეზიდენტი ასტანაში ვიზიტისას
საქართველოს პრეზიდენტი ასტანაში ვიზიტისას - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს პრეზიდენტმა ასტანაში "ექსპო-2017"-ის ფარგლებში გახსნილი ქართული პავილიონი მოინახულა და შეხვედრები გამართა ქვეყნის პირველ პირებთან.

თბილისი, 14 ივნისი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ყაზახეთში ვიზიტის ფარგლებში გამართულ პოლიტიკურ მოლაპარაკებებს მნიშვნელოვანი და წარმატებული უწოდა, იუწყება პრეზიდენტის პრეს-სამსახური.

საქართველოს პრეზიდენტი ასტანას ერთდღიანი ოფიციალური ვიზიტით სამშაბათს ეწვია. ვიზიტის ფარგლებში გიორგი მარგველაშვილმა შეხვედრები გამართა ყაზახეთის პრემიერ-მინისტრთან ბაკიტჟან საგინტაევთან, პარლამენტის ქვედა პალატის (მაჟილისის) თავმჯდომარესთან ნურლან ნიგმატულინთან და სენატის თავმჯდომარესთან კასიმ-ჟომართ ტოკაევთან.

„ამ მოლაპარაკებებს ვაფასებ, როგორც უაღრესად წარმატებულს და კიდევ ერთ წინგადადგმულ ნაბიჯს ჩვენი ქვეყნების ურთიერთობაში'', — განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

საქართველოს პრეზიდენტმა ასტანაში „ექსპო-2017"-ის ფარგლებში გახსნილი ქართული პავილიონიც მოინახულა. მარგველაშვილმა გამოფენას „შთამბეჭდავი“ უწოდა და საქართველოს მონაწილეობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

გიორგი მარგველაშვილი და ნურსულთან ნაზარბაევი - Sputnik საქართველო
პრეზიდენტი: ქართველი ხალხი ყაზახეთის მხარდაჭერას აფასებს

„მინდა მადლობა ვუთხრა როგორც ჩვენ ყაზახ პარტნიორებს, რომლებმაც მოგვცეს შესაძლებლობა, ფართოდ გაგვეშალა ჩვენი შესაძლებლობები „ექსპოს“ ფარგლებში, ასევე მინდა მადლობა ვუთხრა ყველა იმ სახელმწიფო უწყებას, რომელიც ჩართული იყო ამ პავილიონის მოწყობაში. აგრეთვე მინდა მადლობა ვუთხრა ჩვენ არაჩვეულებრივ მუსიკოსებს და მომღერლებს, რომლებმაც ქართული კულტურის ნათლად წარმოჩენით კიდევ უფრო დიდი ქართული დღესასწაული შექმნეს დღეს ასტანაში", — განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

პრეზიდენტს ასტანაში ვიზიტისას თან ახლდნენ პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსისშვილი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი აბაშიშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ზალკალიანი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე.

წელს საქართველოსა და ყაზახეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავი აღინიშნება. ქვეყნებმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წელს დაამყარეს. ამჟამად ყაზახეთში საქართველოს ელჩის პოსტს ზურაბ აბაშიძე იკავებს.

ქვეყნები თანამშრომლობენ ენერგეტიკის, ტრანსპორტისა და სოფლის მეურნეობის სფეროებში. რამდენიმე წლის განმავლობაში ყაზახეთი საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი ინვესტორი იყო და ინვესტიციებს ახორციელებდა ენერგეტიკისა და ტურიზმის სფეროებში.

„საქსტატის" მონაცემებით, 2017 წლის იანვარ-მარტში საქართველომ ყაზახეთში 12 მლნ აშშ დოლარის პროდუქციის ექსპორტი განახორციელა, იმპორტირებული საქონლის ღირებულებამ კი 8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

ყველა ახალი ამბავი
0