საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს - სამხედროებმა ფიცი დადეს

© Sputnik / Alexander Imedashviliსამხედროებმა ფიცი დადეს
სამხედროებმა ფიცი დადეს - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ახალწვეულებს ფიცის დადება მიულოცა.

თბილისი, 26 მაისი — Sputnik. 400-მდე ახალწვეულმა სამხედრო ფიცი დადო თბილისში, თავისუფლების მოედანზე დამოუკიდებლობის დღეს. ახალწვეულებს საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მიულოცა, რის შემდეგაც საქართველოს ჰიმნი გაისმა. 

სადღესასწაულო ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს პირველი პირები, მთავრობის წევრები, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, დიპკორპუსის წარმომადგენლები და თბილისში გახსნილი ნატოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიის მონაწილეები. 

დამოუკიდებლობის დღე თბილისში - Sputnik საქართველო
დამოუკიდებლობის დღე საქართველოში

საქართველო  26 მაისს დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. ამ დღეს 1918 წელს საქართველოს პირველმა დემოკრატიულმა მთავრობამ, ნოე ჟორდანიას ხელმძღვანელობით, ქვეყნის დამოუკიდებლობა გამოაცხადა. დამოუკიდებელმა რესპუბლიკამ მხოლოდ ორნახევარი წელი იარსება, თუმცა საქართველოში ის დღემდე ახსოვთ. 

დილიდან საქართველოს დედაქალაქსა და რეგიონებში სადღესასწაულო ღონისძიებები მიმდინარეობს. 

 

 

ყველა ახალი ამბავი
0