07:05 19 ივნისი 2018
პირდაპირი ეთერი
  • EUR2.8554
  • 100 RUB3.8785
  • USD2.4586
ტერიტორიის დასუფთავება

სისუფთავე უპირველეს ყოვლისა: საქართველოში სანქციები მკაცრდება

© FB / Agency of Protected Areas (Georgia)
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
21320

საქართველოს ხელისუფლება სისუფთავისთვის ბრძოლის გამკაცრებას აპირებს, რათა საქართველომ ტურისტული ქვეყნის სახელი ღირსეულად ატაროს.

თბილისი, 25 მაისი — Sputnik. საქართველოს მთავრობამ შეიმუშავა საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რაც გარემოსთვის ზიანის მიყენების შემთხვევაში კანონმდებლობის გამკაცრებას ითვალისწინებს, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე.

საქართველოს ხელისუფლებამ არაერთხელ სცადა კანონმდებლობის გამკაცრება. ამჟამად ყველაზე მეტი გულმოდგინებით სისუფთავეს თბილისში იცავენ, სადაც ამისთვის სპეციალური სამსახური ამოქმედდა.

"ეს ცვლილებები არის ძალიან მნიშვნელოვანი გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ გვაქვს პრეტენზია გავხდეთ მნიშვნელოვანი ტურისტული ქვეყანა და ვართ კიდეც. ყოვლად მიუღებელია გარემოს დაბინძურების ის მაჩვენებელი, რომელიც ჩვენ გვაქვს", — განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

მან ასევე ინიციატივის ზოგიერთ დეტალზე გაამახვილა ყურადღება.

"ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა მკაცრდება სასარგებლო წიაღისეულის უკანონოდ (ულიცენზიოდ) მოპოვებისთვის, ნადირობის წესების დარღვევისთვის. გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სისტემის დაწესებულებებს მიეცემათ უფლებამოსილება, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მთელი რიგი მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევის გამოვლენისას ადგილზევე მოახდინონ დაჯარიმება", — აღნიშნა პრემიერმა.

გარდა ამისა, პრემიერ-მინისტრის განცხადებით, პროექტი ითვალისწინებს ჯარიმების გაზრდას ავტომობილიდან ნაგვის გადაყრისთვის. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ უკვე გასცა დავალება, ადგილობრივმა თვითმმართველობებმა, გამგებლებმა მიხედონ თავიანთ რაიონებში მაგისტრალის გარშემო დაბინძურების საკითხებს.

გარემოს დაცვის წესების დარღვევისა და დაბინძურებისთვის შემოღებულია ჯარიმები, რაც 50 ლარიდან 65 ათას ლარამდე მერყეობს (დარღვევის სიმძიმისა და სახიდან გამომდინარე). დარღვევის სახეობიდან გამომდინარე, დამრღვევებს აჯარიმებენ საპატრულო პოლიციის თანამშრომლები, გარემოს დაცვის დეპარტამენტი ან, თბილისის შემთხვევაში, მერიის თანამშრომლები.

ჯარიმები ნაგვის გადაყრისთვის
© Sputnik / Maria Tsimintia
ჯარიმები ნაგვის გადაყრისთვის

 

მთავარი თემები