თბილისში ერთი თვის განმავლობაში გარემოს დაბინძურებისთვის 411 ადამიანი დააჯარიმეს

© FB/ თბილსერვის ჯგუფიშპს "თბილსერვის ჯგუფის" ზედამხედველობის სამსახურის ინსპექტორები
შპს თბილსერვის ჯგუფის ზედამხედველობის სამსახურის ინსპექტორები - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისში გარემოს დაბინძურებისთვის დაჯარიმებული 411 ადამიანიდან 151 უცხო ქვეყნის მოქალაქეა.

თბილისი, 22 მაისი — Sputnik. თბილისის მერიასთან არსებული კომპანია „თბილსერვის ჯგუფის" ზედამხედველობის სამსახურის ინსპექტორებმა ერთი თვის განმავლობაში გარემოს დაბინძურებისთვის 411 ადამიანი დააჯარიმეს, აღნიშნულია „თბილსერვის ჯგუფის" facebook-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

ჯარიმებიდან შემოსული თანხის საერთო ოდენობამ 42 710 ლარი შეადგინა.

თბილსერვის ჯგუფის ზედამხედველობის სამსახურის ინსპექტორები - Sputnik საქართველო
თბილისის დაბინძურებისთვის პირველივე დღეს 14 ადამიანი დააჯარიმეს

მთლიანობაში საჯარიმო ოქმებიდან 378 ოქმი 2 კგ-მდე მუნიციპალური ნარჩენით გარემოს დანაგვიანებისთვის არის შედგენილი. დაჯარიმებული 411 ადამიანს შორის 151 უცხო ქვეყნის მოქალაქეა.

ინსპექტორები თბილისის ქუჩებში პირველად 3 აპრილს გამოჩნდნენ. პირველი ორი კვირის განმავლობაში ისინი საინფორმაციო კამპანიას აწარმოებდნენ და მოქალაქეებს საჯარიმო სანქციებთან დაკავშირებით აფრთხილებდნენ. ამასთან, თუ ვინმე ნაგავს ძირს დაყრიდა, დაყრილი ნარჩენის ურნაში ჩაყრისკენ მიუთითებდნენ.

მუშაობას კი ქვეითი ინსპექტორები 20 აპრილიდან შეუდგნენ — ისინი ქალაქში სისუფთავის დაცვას აკონტროლებენ და კანონდამრღვევებს აჯარიმებენ.

რაც შეეხება ჯარიმებს, 2 კგ-მდე მუნიციპალური ნარჩენით გარემოს დანაგვიანება — 80 ლარით, იგივე ქმედება ჩადენილი შენობა-ნაგებობიდან — 100 ლარით, 2 კგ-ზე მეტი მუნიციპალური ნარჩენით გარემოს დანაგვიანება — 150 ლარით, იგივე ქმედება ჩადენილი შენობა-ნაგებობიდან — 500 ლარით ჯარიმდება.

ფეკალური მასებით ტერიტორიის დაბინძურებისთვის ასევე დაწესდა ჯარიმები ძაღლებისა და სხვა შინაური ცხოველების მეპატრონეებისთვის. ამ შემთხვევაში ჯარიმის ოდენობა 50 ლარია.

ხუთ ერთეულამდე საბურავით გარემოს დანაგვიანება (ველოსიპედის საბურავის გარდა) — 150 ლარით ჯარიმდება. ხოლო ხუთ ერთეულზე მეტი საბურავით გარემოს დანაგვიანება (ველოსიპედის საბურავის გარდა) — 500 ლარით.

სახიფათო ნარჩენებით გარემოს დანაგვიანება ითვალისწინებს ჯარიმას ფიზიკური პირებისთვის — 400 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირებისთვის —1000 ლარის ოდენობით.

ყველა ახალი ამბავი
0