10:22 27 ოქტომბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8158
  • 100 RUB4.2209
  • USD3.2285
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
3201

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და ზოგიერთი პარტია ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე ზეგავლენის მოხდენაში დაადანაშაულა.

თბილისი, 12 აპრილი — Sputnik. ოპოზიციური ქართული ტელეკომპანიის "რუსთავი 2" (Rustavi2)-ის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გადაწყვეტილება ზოგიერთი პარტიების წარმომადგენლებისა და საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის ზეგავლენის ქვეშ მიიღო, განუცხადა ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მარტში "რუსთავი 2"-ის საქმეზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება მანამდე შეაჩერა, სანამ არ გაირკვევა, სასამართლო დავის დროს იყო თუ არა დარღვეული ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია. უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით ტელეკომპანია მის ყოფილ მფლობელს — ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშს უნდა გადაეცეს.

"იყო კონკრეტული ნიშნები იმისა, რომ კონკრეტული სუბიექტები, მათ შორის საქართველოს პრეზიდენტი, კონკრეტული პოლიტიკური პარტიები ცდილობდნენ პოლიტიკური გავლენის მოხდენას სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე. შესაბამისი წერილებიც გააგზავნეს სტრასბურგის სასამართლოში და ბუნებრივია, ეს იყო პოლიტიკური გავლენის მოხდენის მცდელობა და ბუნებრივია, ამ გავლენის ქვეშ იქნა მიღებული ეს გადაწყვეტილება", — განაცხადა კობახიძემ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებამ წამყვანი ოპოზიციური პარტიების, არასამთავრობო ორგანიზაციების და "რუსთავი 2"–ის კოლექტივის უკმაყოფილება გამოიწვია. ნეგატიური რეაქცია საერთაშორისო საზოგადოების მხრიდანაც გაისმა — გამოითქვა შეშფოთება საქართველოში სიტყვის თავისუფლებასთან დაკავშირებით.

საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ უზენაესმა სასამართლომ დამოუკიდებელი გადაწყვეტილება გამოიტანა. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ მთავრობის მეთაურმა განაცხადა, რომ ქვეყანაში პრობლემები არსებობს, მაგრამ არა სიტყვის თავისუფლების კუთხით.

მთავარი თემები