09:59 27 ოქტომბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8158
  • 100 RUB4.2209
  • USD3.2285
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
13102

„რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებაში ასევე არის ჩანაწერი, რომ „ხელისუფლებამ თავი შეიკავოს სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევისგან ნებისმიერი ფორმით“.

თბილისი, 3 მარტი — Sputnik. ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება შეაჩერა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის (Rustavi2) მისი წინა მფლობელისათვის გადაცემის შესახებ, — განაცხადა ტელეკომპანიის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ. 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდმა პალატამ ხუთშაბათს მიიღო გადაწყვეტილება საჯარო რეესტრში „რუსთავი 2“-ის ამჟამინდელი მფლობელების წილების რეგისტრაციის ანულირების და მათი ყოფილი მფლობელის — ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშისა და მისი კომპანია „პანორამასათვის“ გადაცემის შესახებ. 

„სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოდან ძალიან სასიხარულო ცნობა მოვიდა — სრულიად უპრეცედენტო, რომელიც ძალიან დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს. სტრასბურგის სასამართლომ პირველად საკუთარი არსებობის ისტორიაში შეაჩერა საქმის აღსრულება უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ. მსგავსი ზომა სტრასბურგის სასამართლოს არ გამოუყენებია არასდროს, გარდა იმ საქმეებისა, რომელიც ეხება ადამიანების წამებას, საფრთხეს უქმნის ადამიანების სიცოცხლეს ან ეხება ექსტრადირებას. არც საკუთრების უფლებასთან მიმართებაში და არც გამოხატვის უფლებასთან მიმართებით არც ერთ ვითარებაში სტრასბურგის სასამართლოს მსგავსი გადაწყვეტილება არ მიუღია. ეს არის ისტორიული შემთხვევა. ერთი მხრივ, „რუსთავი 2“-ის საქმემ და საქართველოს სამარცხვინო სასამართლო ხელისუფლებამ და სამარცხვინო მთავრობამ საფუძველი დაუდო ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ახალ პრაქტიკას“, — განაცხადა ნიკა გვარამიამ.

„რუსთავი 2-ის» გენერალური დირექტორის განმარტებით, დოკუმენტში წერია, რომ 8 მარტამდე, ვიდრე სტრასბურგის სასამართლო გაერკვევა, შეჩერებულია უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება, დანარჩენი განმარტებები კი მოგვიანებით გაკეთდება. ამასთან, სტრასბურგის სასამართლომ დამატებითი დოკუმენტაცია მოითხოვა.

 

 

მთავარი თემები