მოწევასთან ბრძოლა საქართველოში: მწეველებს პრობლემები გაუჩნდებათ

გამოწერა
რესტორნებს, ბარებს, სამორინეებსა და სილამაზის სალონებს მწეველთათვის სპეციალური ადგილების მოწყობა და მათი კედლით გამოყოფა დაევალებათ.

თბილისი, 21 თებერვალი — Sputnik. საქართველოს პარლამენტი იწყებს შესწორებების განხილვას, რომლებიც "თამბაქოს კონტროლის შესახებ‘‘ კანონს გაამკაცრებს — მოწევისთვის განკუთვნილი ადგილების რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდება.

დღეისათვის საქართველოში სიგარეტის მოწევა აკრძალულია საჯარო, სამედიცინო, საგანმანათლებლო და დახურულ სპორტულ დაწესებულებებში და საზოგადოებრივი ტრანსპორტის ნაწილში.

"თამბაქოს კონტროლის შესახებ‘‘ კანონში შესატანი შესწორებების თანახმად, საქართველოში თამბაქოს მოწევა პრაქტიკულად ყველა შენობაში აიკრძალება, გარდა კერძო საცხოვრებელი სახლებისა და სასჯელაღსრულების დაწესებულებებისა.

თბილისი - Sputnik საქართველო
თბილისში ჩატარდა აქცია „ნუ მაბოლებ“

თამბაქოს მოწევა სრულიად აიკრძალება საზოგადოებრივი ტრანსპორტის ყველა სახეობაში, სასწავლო დაწესებულებებში, ბიბლიოთეკებში, მოსწავლე ახალგაზრდობის ბანაკებში, ბავშვთა გასართობ ცენტრებში და 18 წლამდე პირებისთვის განკუთვნილ სხვა დაწესებულებებში, სამედიცინო და ფარმაცევტულ დაწესებულებებში, სტადიონებზე, ბენზინგასამართ სადგურებზე და ადგილებში, სადაც აალებადი ნივთიერებები ინახება.

ცვლილებების მიღების შემთხვევაში 1 ივლისისთვის საქართველოს ყველა სასტუმროში არამწეველთათვის არანაკლებ 50% ნომერი უნდა იყოს. კაფე–ბარებში, რესტორნებში, საზოგადოებრივი კვების ობიექტებში, სამორინეებში, სილამაზის სალონებში, მაღაზიებში და სავაჭრო ცენტრებში თამბაქოს მოწევის ადგილები საერთო ფართის არაუმეტეს 20% უნდა იკავებდეს და კედლით იყოს გამოყოფილი.

კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს თამბაქოს ნაწარმისა და აქსესუარების გაყიდვის აკრძალვას საგანმანათლებლო დაწესებულებებთან, სამედიცინო, კულტურულ, სახელმწიფო და სპორტულ დაწესებულებებთან ახლოს, მაღაზიებში საბავშვო საქონლის განყოფილებებში, ღია ვიტრინებზე და შეფუთვის გარეშე.

აკრძალვა მოწევაზე - Sputnik საქართველო
მოწევის აკრძალვა საზოგადოებრივ ადგილებში ტურიზმზე არ აისახება

თამბაქოს ნაწარმის გაყიდვა აიკრძალება მანქანებიდან, ინტერნეტით, საბაზრო ღირებულებაზე უფრო დაბალ ფასად.

თამბაქოს ნაწარმის გაყიდვის წესების დარღვევა დაისჯება ჯარიმით 150 ლარიდან 5000 ლარამდე.

მოწევის დემონსტრაცია, მათ შორის თეატრალურ დადგმებსა და საინფორმაციო საშუალებებში დაისჯება 10000 ლარის ოდენობის ჯარიმით.

"თამბაქოს კონტროლის შესახებ‘‘ კანონში შესატანი ცვლილებები საქართველოს პარლამენტის კომიტეტებში განიხილება.

© photo: Sputnikმწეველი საქართველო - შენთვის ჯერ ადრეა, შვილო...
მწეველი საქართველო - შენთვის ჯერ ადრეა, შვილო... - Sputnik საქართველო
მწეველი საქართველო - შენთვის ჯერ ადრეა, შვილო...

 

ყველა ახალი ამბავი
0