06:18 11 დეკემბერი 2017
პირდაპირი ეთერი
სვეტიცხოველი

მცხეთაში იუნესკოს მორატორიუმს და ქალაქის განვითარების გეგმას აპროტესტებენ

© Sputnik / Alexander Imedashvili
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
8911

ქალაქის მცხოვრებნი არქიტექტურის ძეგლების მიმდებარე მიწების გასხვისებაზე იუნესკოს აკრძალვით უკმაყოფილონი არიან, ადგილობრივი ჩინოვნიკები კი მიწათსარგებლობის გენერალური გეგმით არიან უკმაყოფილო.

თბილისი, 7 თებერვალი – Sputnik. მცხეთის საკრებულოს დეპუტატებმა ქალაქის განვითარების პროექტი და მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა არ დაამტკიცეს, ადგილობრივები კი მშენებლობასა და მცხეთის ისტორიული ძეგლების მიმდებარე მიწების გასხვისებაზე არსებული მორატორიუმის წინააღმდეგ გამოდიან. მცხეთის ისტორიულ ძეგლებს იუნესკო იცავს.

საკრებულოს წარმომადგენლები თვლიან, რომ საქართველოს მთავრობისა და მცხეთის მერიის მიერ მომზადებული პროექტი საქართველოს ძველი დედაქალაქის იერ–სახეს დაამახინჯებს. მცხეთელები მშენებლობების ნებართვას მოითხოვენ, რადგან იუნესკოს რეკომენდაციები კერძო საკუთრებას არ უნდა ეხებოდეს. ამასთან დაკავშირებით უკმაყოფილო ჩინოვნიკებმა და დაახლოებით ასმა ქალაქელმა საპროტესტო აქცია მოაწყვეს.

მცხეთის განვითარების პროექტის თანახმად, ქალაქში რიგი ცვლილებები იგეგმება: ქალაქის ერთ–ერთი ცენტრალური ქუჩაზე ორმხრივი მოძრაობის შემოღება, რაც მცხეთის მოსახლეობაში ასევე უკმაყოფილებას იწვევს.

„მთავრობამ ასეთი გადაწყვეტილება მიიღო და მორატორიუმი გამოაცხადა მანამ, სანამ რეგულაციები არ იქნება მიღებული — გენერალური გეგმა. ვერ ვიტყვი, რომ მივესალმებით ამ გადაწყვეტილებას, მაგრამ ის აუცილებლობით იყო გამოწვეული“, — განუცხადა ჟურნალისტებს მცხეთის მერმა ავთანდილ ნემსიწვერიძემ.

რამდენიმე დღით ადრე ტელეარხ „პირველი ტვ“ ეთერში ამ თემას კომენტარი კულტურის მინისტრმა გაუკეთა. მიხეილ გიორგაძის თქმით, ამ პროექტთან დაკავშირებით იუნესკოსაც გარკვეული შენიშვნები გააჩნია. ის იმედოვნებს, რომ წლის ბოლომდე ეს შენიშვნები იქნება გათვალისწინებული, და მცხეთას მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა ექნება.

„საუბარი სწორედ იმაზეა, როგორ უნდა განვითარდეს მცხეთა ისე, რომ მსოფლიოს კულტურულ მემკვიდრეობას ზიანი არ დაადგეს. ყველა ეს საკითხი დარეგულირდება საიმისოდ, რომ თვითნებური ან სხვა შეუსაბამო მშენებლობა არ მოხდეს. ასე ვთქვათ, ისევ იმ სტადიაში არ დავბრუნდეთ, როდესაც მცხეთის ძეგლები ისევ საფრთხეში იქნებიან. სწორედ ამიტომ, მორატორიუმი ამ გეგმის დასრულებამდე იმოქმედებს, გაუთვალისწინებელი შედეგები რომ არ მივიღოთ“, — აღნიშნა კულტურის მინისტრმა.

იუნესკოს რეკომენდაციების გამო „ეკლესიების გარშემო არსებული მიწების გამოყენების შესახებ“ საქართველოს მთავრობამ 2015 წლის აგვისტოში მორატორიუმი გამოაცხადა.


მთავარი თემები