06:15 29 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8708
  • 100 RUB4.2140
  • USD3.3203
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველო 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ (34)
40 0 0

გამეორებითი არჩევნები მას შემდეგ გახდა აუცილებელი, რაც კენჭისყრის დღეს საარჩევნო უბნებზე დარბევებს ჰქონდა ადგილი.

თბილისი, 13 ოქტომბერი – Sputnik. გამეორებითი არჩევნები, შესაძლოა, ოთხ საარჩევნო უბანში ჩატარდეს – ზუგდიდის რაიონში სამ და მარნეულის ერთ საარჩევნო უბანში, იუწყება საინფორმაციო სააგენტო „ნოვოსტი–გრუზია“ ცესკოს სპიკერ ანა მიქელაძის ინფორმაციაზე დაყრდნობით.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 8 ოქტომბერს ჩატარდა. საღამოს, ხმების დათვლის დროს დაარბიეს სოფელ ჯიხაშკარში №79 და №108, განმუხურში №39 საარჩევნო უბანი, ხოლო სოფელ ყიზილაჯლოში №48 საარჩევნო უბანი ჩხუბის გამო კენჭისყრის პროცესი ადრე დასრულდა.

„გამეორებითი არჩევნები, შესაძლოა, ამ უბნებზე ჩატარდეს, მაგრამ ჯერჯერობით ზუსტად არ შემიძლია გითხრათ, როდის მოხდება ეს“, – განაცხადა მიქელაძემ.

კანონით, არჩევნების საბოლოო შედეგები არჩევნებიდან არა უგვიანეს 19 დღეში უნდა შეჯამდეს, ანუ 27 ოქტომბრამდე.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები შერეული სისტემით ჩატარდა: 77 დეპუტატი პროპორციული, ხოლო 73 — მაჟორიტარული სისტემით აირჩევა. 

ცესკოს ბოლო მონაცემებით, მმართველი პარტია „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“ ამომრჩეველთა ხმების 48,67%-ს აგროვებს, ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ — 27,11%-ს. პარლამენტში ასევე შედის ბლოკი „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი — საქართველოს პატრიოტთა ალიანსი, გაერთიანებული ოპოზიცია“, რომელმაც მინიმალური 5%-იანი ზღვარი გადალახა. 

რაც შეეხება ერთმანდატიან ოლქებს, მეორე ტური 73 ოლქიდან 50-ში ჩატარდება. 23 ოლქში მმართველმა პარტიამ უკვე გაიმარჯვა.

 

 

თემები:
საქართველო 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ (34)

მთავარი თემები