01:51 06 დეკემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0304
  • 100 RUB4.4551
  • USD3.3115
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
14 0 0

გვარამია ეჭვობს, რომ ჩანაწერი რომელიც საიტზე Georgia News Creative გამოქვეყნდა, მისი კომპიუტერიდან მოიპარეს.

თბილისი, 3 ოქტომბერი — Sputnik. შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველომ, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის, ნიკოლოზ გვარამიას მიერ მედიასაშუალებებით გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, გამოძიება დაიწყო.

გამოძიება კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევისა და პირადი მიმოწერის, ტელეფონით საუბრის ან სხვაგვარი ხერხით შეტყობინების საიდუმლოების დარღვევის ფაქტზე მიმდინარეობს, — იტყობინება შსს.

გვარამიამ დრეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ საქალაქო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარე მამუკა ახვლედიანთან გამართული საუბრის ჩანაწერი მისი გაკეთებულია, თუმცა ხაზი გაუსვა, რომ ჩანაწერი თავად მას არ გამოუქვეყნებია.

ეს ჩანაწერი გაკეთებულია ჩემს მიერ, არა ტელეფონით. ეს არ არის სატელეფონო ჩანაწერი. ეს ჩანაწერი გადაღებულია ჩემს მიერ ფარულად… პრობლემა არის იმდენად, რომ ეს ჩანაწერი მაშინვე განადგურდა, რადგან ჩვენთვის საინტერესო მასალას არ შეიცავდა, თუმცა რაღაც პერიოდში ჩემს კომპიუტერსა და ჩვენს ქსელში იყო დაცული. როგორც ჩანს, საქმე გვაქვს ახალ დანაშაულთან, კომპიუტერულ ქსელში შეღწევასთან”, — განაცხადა გვარამიამ. 

 

 

მთავარი თემები