04:32 24 თებერვალი 2018
პირდაპირი ეთერი
გიორგი მარგველაშვილი მეუღლესთან ერთად

გამოკითხვა: მარგველაშვილის ნახვა პრეზიდენტად მეორე ვადით სურთ

© FB/ Мака Чичуа
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
41 0 0

გამოკითხვის თანახმად, ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილსა და ექს-სპიკერ დავით ბაქრაძეს რეიტინგში საქართველოს პრეზიდენტობის პოსტზე გიორგი მარგველაშვილი ასწრებს.

თბილისი, 2 ოქტომბერი — Sputnik.ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის დაკვეთით ამერიკული კომპანია GFK-ს  მიერ შესრულებული გამოკითხვების თანახმად, პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ლიდერობს საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატების რეიტინგში.

საქართველოს პრეზიდენტი სახელმწიფოს მეთაურია რომელსაც პირდაპირი ხმის მიცემის წესით ირჩევენ. ამასთან მისი უფლებამოსილება შეზღუდულია და იგი ძირითადად წარმომადგენლობით როლს ასრულებს. 

გამოკითხულთა 9,2% აპირებს მხარი დაუჭიროს გიორგი მარგველაშვილს. მეორე ადგილზეა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერი“ დავით ბაქრაძე — ხმათა 7,5%. მესამე ადგილზეა საქართველოს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.

„ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს“ ლიდერი გიორგი კვირიკაშვილი 4,4%-ით მეოთხე ადგილზეა. 

ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ ხმათა 3,5% მოაგროვა, ხოლო პირველმა ლეიბორისტმა შალვა ნათელაშვილმა —2,7%. 

ნინო ბურჯანაძის ხილვა პრეზიდენტად  გამოკითხულთა 2,6%-ს უნდა, ხოლო ყოფილი პრემიერის ირაკლი ღარიბაშვილის — 1,8%-ს. 

საოპერო მომღერალმა პაატა ბურჭულაძემ ხმათა 1,5% მიიღო, ხოლო თავად ივანიშვილმა — 1,1%. 

სოციალური კვლევა საქართველოს ტერიტორიაზე პირდაპირი ინტერვიურების გზით ჩატარდა.  

გამოკითხვაში მონაწილეობა ხმის უფლების მქონე 2200-მა მოქალაქემ მიიღო. გამოკითხვის ცდომილება 2,1%-ს შეადგენს. 


მთავარი თემები