პოლიტიკოსებმა ტელეკომპანია „იბერიის“ პირდაპირ ეთერში იჩხუბეს

© photo: Sputnikირაკლი ღლონტი და ზაზა აგლაძე
ირაკლი ღლონტი და ზაზა აგლაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ჩხუბი მას შემდეგ დაიწყო, რაც „მრეწველების“ ლიდერი გოგი თოფაძე რუსეთის ინტერესების სასარგებლოდ მოქმედებაში დაადანაშაულეს.

თბილისი, 27 სექტემბერი – Sputnik. ტელეკომპანია „იბერიის“ პირდაპირ ეთერში გამართული დებატები საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსის შესახებ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფით დასრულდა. დებატები მიმდინარეობდა საარჩევნო ბლოკის „პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისთვის“ წარმომადგენელ ირაკლი ღლონტსა და ბლოკის „თოფაძე – მრეწველები, ჩვენი სამშობლო“ წარმომადგენელ ზაზა აგლაძეს შორის.

დებატების დაწყებიდან მე–15 წუთზე ღლონტის მიმართულებით წყლიანი ჭიქა „გაფრინდა“, რის შემდეგაც დაიწყო ჩხუბი. ამის მიზეზი „მრეწველების“ ლიდერის გოგი თოფაძის რუსეთის ინტერესების სასარგებლოდ მოქმედებაში დადანაშაულება გახდა. გადაცემის წამყვანმა მათი გაშველება სცადა, თუმცა – უშედეგოდ და მან გადაცემა შეწყვიტა.

პოლად ხალილოვი და ვეფხვია გურგენიშვილი - Sputnik საქართველო
ბურჯანაძის პარტიის წევრმა პირდაპირ ეთერში იჩხუბა

ბურჭულაძის ბლოკში გაერთანებული არიან მიხეილ სააკაშვილის ყოფილი თანამებრძოლები და არასაპარლამენტო პარტია „ახალი მემარჯვენეები“. ეს ბლოკი პროდასავლური პოლიტიკის მიმდევარია.

თოფაძის ბლოკი აერთიანებს ივანიშვილის ყოფილ თანამებრძოლებს – „მრეწველებსა“ და პრორუსულ პარტია „ჩვენს სამშობლოს“. ისინი რუსეთთან ურთიერთობების მოგვარებას ემხრობიან საქართველოს მიერ ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანებაზე უარის თქმის ხარჯზე.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 8 ოქტომბერს არის დანიშნული.

ყველა ახალი ამბავი
0