თბილისი, 22 სექტემბერი — Sputnik. საპარლამენტო არჩევნებში საარჩევნო ბლოკ “ნინო ბურჯანაძე —დემოკრატიული მოძრაობის“ დეპუტატობის კანდიდატმა ვეფხვია გურგენაშვილმა ტელეკომპანია „ქვემო ქართლის“ პირდაპირ ეთერში თავის ოპონენტთან იჩხუბა.
ჩხუბი გურგენაშვილსა და საარჩევნო ბლოკ „თოფაძე-მრეწველები, ჩვენი სამშობლოს“ მარნეულის რაიონში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს, პოლად ხალილოვს შორის მოხდა. ინციდენტი მას შემდეგ მოხდა, რაც ხალილოვი გურგენაშვილს ხელში სწვდა.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 8 ოქტომბერს იმართება, რომელშიც 19 პარტია და ექვსი საარჩევნო ბლოკი იღებს მონაწილეობას.
ნინო ბრუჯანაძის საარჩევნო ბლოკს წარმოადგენს პარლამენტის ექს-სპიკერის პარტია „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა“ და პარტია „დემოკრატიული მოძრაობა — ერთიანი საქართველო“ (დავით ასანიძე — რედ.), რომელსაც ბურჯანაძის ყოფილი მომხრეები წარმოადგენენ,
თოფაძის ბლოკში ორი პარტია შედის: “მრეწველობა გაადარჩენს საქართველოს“, რომელიც ადრე მმართველი კოალიციის წევრი იყო და არასაპარლამენტო პარტია „ჩვენი სამშობლო“.