21:39 23 იანვარი 2018
პირდაპირი ეთერი
საქართველოსა და სლოვენიის პრეზიდენტები

საქართველო და სლოვენია თანამშრომლობის ახალ დონეზე გადადიან

© FB/ Георгий Маргвелашвили
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
14 0 0

საქართველოს პრეზიდენტი სლოვენიაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება, სადაც ქვეყნის ხელმძღვანელობასთან შეხვედრებს მართავს.

თბილისი, 18 ივლისი — Sputnik. საქართველოს და სლოვენიის ხელისუფლების წარმომადგენლებმა  ხელი მოაწერეს შეთანხმებებს, რომელიც საქართველოსა და სლოვენიის მთავრობებს შორის ეკონომიურ თანამშრომლობას და სამუშაო პასპორტების მქონე პირთათვის ვიზების გამარტივებას ეხება.

დოკუმენტების ხელმოწერის ცერემონია სლოვენიის პრეზიდენტის სასახლეში ლიუბლიანაში გაიმართა, სადაც ქართული დელეგაცია პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის მეთაურობით ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.

ვიზიტის ფარგლებში მარგველაშვილი სლოვენიის რესპუბლიკის პრეზიდენტს ბორუტ პაჰორს, ასევე ინფრასტრუქტურის მინისტრს პიტერ გასპერსიჩს  შეხვდა.

საუბარი შეეხო საქართველოს საინვესტიციო პოტენციალს, საქართველოს გეოპოლიტიკურ როლს, მნიშვნელოვან რეგიონულ პროექტებს, ტრანსკასპიური გაზსადენისა და აბრეშუმის გზის მნიშვნელოვან შესაძლებლობებს, იუწყებიან პრეზიდენტის პრეს-სამსახურში.

„გაფორმდა ხელშეკრულება, რომელიც მოიცავს ჩვენს ქვეყნებს შორის ეკონომიკურ თანამშრომლობას, რომელიც უფრო გაღრმავდება, უფრო პერსპექტიული გახდება. ეს მოიცავს ტურიზმისა და ინფრასტრუქტურული პროექტების  განვითარებას, ფარმაცევტული ბაზრის გაზრდას, ასევე  სოფლის მეურნეობის მიმართულებით თანამშრომლობას“,- აღნიშნა პრეზიდენტის ეკონომიკურმა მრჩეველმა მაია მელიქიძემ.

ამ საკითხების უფრო დეტალური განხილვის მიზნით და პრაქტიკული შედეგების მიღწევისათვის  სლოვენიის დელეგაცია უახლოეს მომავალში საქართველოს ეწვევა, დაამატა მელიქიძემ.

მარგველაშვილი სლოვენიაში ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით დღეს გაემგზავრა. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიის მანძილზე ეს ქართული სახელმწიფოს მეთაურის პირველი ვიზიტია ამ რესპუბლიკაში.

ოფიციალური ვიზიტი 19 ივლისს დასრულდება.

საქართველომ და სლოვენიამ დიპლომატიური ურთიერთობები 1993 წლის 18 იანვარს დაამყარეს. 2015 წელს ორ ქვეყანას შორის გარესავაჭრო ბრუნვამ დაახლოებით 21 მილიონი დოლარი შეადგინა, მათ შორის იმპორტმა 20,8 მილიონი დოლარი შეადგინა, ექსპორტმა კი 131,2 ათასი დოლარი.

მთავარი თემები