სლოვენიის ეროვნულმა ასამბლეამ საქართველოსა და ევროკავშირს შორის შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა

© Public Domainევროკავშირი
ევროკავშირი - Sputnik საქართველო
გამოწერა
სლოვენიის რესპუბლიკა ევროკავშირის რიგით 21–ე წევრი ქვეყანაა, რომელმაც საქართველოსთან ასოცირების შესახებ შეთანხმების რატიფირება განახორციელა.

ТБИЛИСИ, 14 мая — Sputnik. სლოვენიის ეროვნულმა ასამბლეამ ოთხშაბათს ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების რატიფიკაცირება მოახდინა, იტყობინება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს–სამსახური  14 მაისს გავრცელებულ ინფორმაციაში.

საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებას, რომლის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს თავისუფალი  ვაჭრობის ღრმა და ყოვლისმომცველი  სივრცის  თაობაზე შეთანხმება,  ბრიუსელში ხელი  2014 წლის 27 ივნისს  მოეწერა. საქართველოს პარლამენტმა დოკუმენტის რატიფიცირება 18 ივლისს, ხომ ევროპარლამენტმა –18 დეკემბერს მოახდინა. შეთანხმების ძალაში შესვლისათვის აუცილებელია ევროკავშირის  ყველა წევრი  ქვეყანის მხრიდან დოკუმენტის რატიფიცირება.

„დოკუმენტი მიღებული იქნა 69 ხმით, სამის წინააღმდეგ“, –ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.

სლოვენია  ევროკავშირის რიგით 21– ე წევრი ქვეყანა გახდა, რომელმაც მოახდინა საქართველოსთან ასოცირების შესახებ შეთანხმების რატიფიცირება. მანამდე დოკუმენტის რატიფიცირება მოახდინეს ბულგარეთის, ლატვიის, რუმინეთის, მალტის, სლოვაკეთის, შვეიცარიის,  უნგრეთის, ესტონეთის, დანიის, ხორვატიის, ირლანდიის, დიდი ბრიტანეთის, ფინეთის, გერმანიის, ლუქსენბურგის, პოლონეთის, ჩეხეთის, პორტუგალიისა და კვიპროსის  საკანონმდებლო ორგანოებმა.


ყველა ახალი ამბავი
0