16:42 05 აპრილი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.4134
  • 100 RUB4.1072
  • USD3.1576
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
24 0 0

ევროკომისარი საქართველოში ჩამოდის რათა მონაწილეობა მიიღოს კონფერენციაში „საქართველოს ევროპული გზა სტაბილურობა, განვითარება, მრავალფეროვნება“, რომელიც ბათუმში გაიმართება.

თბილისი, 11 ივლისი — Sputnik. ევროკომისარი გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში იოჰანეს ხანი საქართველოს 14 ივლისს ეწვევა. 

ვიზიტის ფარგლებში ევროკომისარი მონაწილეობას მიიღებს მეცამეტე ყოველწლიურ საერთაშორისო კონფერენციაში „საქართველოს ევროპული გზა სტაბილურობა, განვითარება, მრავალფეროვნება“, რომელიც ბათუმში გაიმართება. 

გარდა ამისა დაგეგმილია იოჰანეს ხანის შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტთან გიორგი მარგველაშვილთან და მთავრობის წევრებთან, ნათქვამია ევროკომისიის შეტყობინებაში. 

კონფერენციაზე ბათუმში, რომელიც 15 ივლისს გაიხსნება, საქართველოს ევროკავშირთან თანამშრომლობის საკითხები განიხილება. 

მთავარი თემები