00:58 20 ოქტომბერი 2018
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.0921
  • 100 RUB4.1098
  • USD2.6972
ირაკლი ალასანია

თავდაცვის სამინისტროს ყოფილი თანამშრომლების საქმემ ოპოზიცია ქუჩაში გამოიყვანა

© FB/"Свободные демократы" - Ираклий Аласания
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
16 0 0

თავდაცვის ექს–მინისტრის პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ მხარდასაჭერად „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები მივიდნენ. ისინი გაფლანგისთვის გასამართლებული ყოფილი ჩინოვნიკების გათავისუფლებას მოითხოვენ.

თბილისი, 21 მაისი – Sputnik. საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ალასანიას პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ მიერ ორგანიზებულ აქციაზე რამდენიმე ასეული ადამიანი შეიკრიბა. 

აქციას თავდაცვის სამინისტროს ყოფილი ხუთი მაღალჩინოსნის გათავისუფლების მოთხოვნით, რომელთაც სახელმწიფო სახსრების გაფლანგვა ედებათ ბრალად, სხვა ოპოზიციური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები შეუერთდნენ.

„მე მინდა ყველას, აქ შეკრებილს და მთელს საქართველოს მადლობა გადავუხადო იმისთვის, რომ უდანაშაულო ადამიანების დაჩაგვრამ, უკანონო პატიმრობაში მათმა გაშვებამ სულით ხორცამდე შეგძრათ. და დღეს საქართველოს პროკურატურასთან შევიკრიბეთ და ჩვენს უდანაშაულო ბიჭებს მივმართავთ: „ძლიერად დადექით! თქვენ საქართველო არ მიგატოვებთ“.  და საქართველო და ქართველი ხალხი გამოგიხსნით იმ ტყვეობიდან, სადაც ერთი კაცის ნებით,  პოლიტიკური ზეწოლით, ივანიშვილის გადაწყვეტილებით აღმოჩნდით“, – განაცხადა ალასანიამ. 

ბიინა ივანიშვილს ოპოზიცია ქვეყნის კულისებიდან მართვაში ადანაშაულებს. ივანიშვილის მიერ შექმნილ კოალიციაში იყო გაერთიანებული ალასანიას „თავისუფალი დემოკრატებიც“. პარტიამ კოალიცია ალასანიას თავდაცვის მინისტრის თანამდებობიდან გათავისუფლების შემდეგ დატოვა. გათავისუფლების მიზეზი უწყების ჩინოვნიკების დაკავებასთან დაკავშირებით გამოთქმული ხისტი განცხადებები იყო.

დღეს „თავისუფალი დემოკრატების“ მხარდასაჭერად მივიდნენ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ (ენმ) წარმომადგენლებიც. ენმ–ს თავის დროზე ალასანიას პარტია კოალიციის შემადგენლობაში ებრძოდა.

„ეს ადამიანები ბიძინა ივანიშვილის პირადი პოლიტპატიმრები არიან. ჩვენ მათ სოლიდარობას ვუცხადებთ. და ჩვენი მოვალეობა, ჩვენი პასუხისმგებლობაა, ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს ადამიანები ციხიდან დავიხსნათ. ისეთი გარემო უნდა შევქმნათ, სადაც პოლიტიკური პატიმრები არ იქნებიან“, – განაცხადა დეპუტატმა ენმ–იდან სერგო რატიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

თბილისის საქალაქო სასამართლომ თავდაცვის სამინისტროს ყოფილ თანამშრომლებს სახელმწიფო სახსრების გაფლანგვისთვის, ე. წ. კაბელების საქმეზე შვიდ–შვიდი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.


მთავარი თემები