ივანიშვილმა ალასანიას ყალბი ადამიანი უწოდა

© Sputnik / Alexander Imedashviliბიძინა ივანიშვილი
ბიძინა ივანიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მას შემდეგ, რაც მთავარმა პროკურატურამ თბილისის საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა, რომ თავდებით განთავისუფლდნენ „კაბელების საქმეზე“ დაკავებული თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნები, ამჟამად ოპოზიციური პარტიის “თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერმა ირაკლი ალასანიამ განაცხადა, რომ ივანიშვილი დამარცხდა.

თბილისი, 18 ივნისი — Sputnik. საქართველოს ექს-პრემიერ მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა კოალიცია „ქართული ოცნების“ ყოფილი წევრისა და ყოფილი თავდაცვის მინისტრის ირაკლი ალასანიას კრიტიკის კომენტირებისას, მას ყალბი ადამიანი უწოდა.

 მას შემდეგ, რაც მთავარმა პროკურატურამ თბილისის საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა, რომ თავდებით განთავისუფლდნენ „კაბელების საქმეზე“ დაკავებული თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნები, ამჟამად ოპოზიციური პარტიის “თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერმა  ირაკლი ალასანიამ განაცხადა, რომ ივანიშვილი დამარცხდა. 

 "ისევ ბლეფშია ალასანია, ისევ ცრუობს, ისევ ყალბია.“ — უთხრა ხუთშაბათს, 18 ივნისს ივანიშვილმა ჟურნალისტებს. 

 მისი თქმით, თავდაცვის სამინისტროში პროკურატურის შესვლიდან 2 თვის თავზე, მას შემდეგ, რაც პროკურატურამ დაიწყო საქმის გამოძიება ტენდერის შედეგების ფალსიფიკაციისა და სახელმწიფო თანხების მითვისების თაობაზე,  ალასანიამ განაცხადა, რომ იწვევს  „თავისუფალი დემოკრატების“  პარტიის ყრილობას, სადაც გახდება თავმჯდომარე. 

 „დღეს ეს უკვე აიხსნება, რატომ გააკეთა. მან უკვე დაგეგმა, რომ პოლიტიკაში გადაეტანა ის, რაც ხდებოდა თავდაცვის სამინისტროში და პოლიტიკური სპეკულაციებით გადაეფარა ის რეალობა, რაც მის სამინისტროში ხდებოდა“ — განაცხადა ივანიშვილმა.

 თავდაცვის სამინისტროს ჩინოვნიკები 2014 წლის 28 ოქტომბერს დააკავეს თავდაცვის სამინისტროს ტენდერის ფალსიფიკაციისა და სახელმწიფო სახსრების — 4 მილიონ 102 ათასი ლარის გაფლანგვის ბრალდებით, საკომუნიკაციო კომპანია Silknet-ის სასარგებლოდ. თბილისის სასამართლომ მათ წინასწარი პატიმრობა 30 ოქტომბერს მიუსაჯა.

 დაკავებულებს შორის არიან  საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი გიზო ღლონტი; საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ჟ-6 კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსი ნუგზარ კაიშაური; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის სამმართველოს უფროსი გიორგი ლობჟანიძე; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი არჩილ ალავიძე და საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ჟ-6 კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული სისტემების დეპარტამენტის სამმართველოს უფროსი დავით წიფურია.

ყველა ახალი ამბავი
0